ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებამდე, სულ რამდენიმე დღე რჩება და პარტიები შედეგების მათთვის სასიკეთოდ დასრულებისთვის, სხვადასხვა ხერხს მიმართავენ.
„ქართული ოცნება“ რომ აგიტაციაში აქტიურადაა ჩართული, ამას ქუჩაში ყოველ ორ ნაბიჯში გაკრული ბანერებიც მოწმობს.
გარდა ამისა, ხელისუფლების ოპოენტები მმართველ გუნდს წინასაარჩევნო კამპანიაში ე.წ კრიმინალური ავტორიტეტების ჩართვაში სდებენ ბრალს.
გაერთიანებული ოპოზიციის ბათუმის მერობის კანდიდატმა, მსგავსი ფაქტების წარმოსაჩენად, რამდენიმე მტკიცებულება წარმოადგინა. გიორგი კირთაძის მტკიცებით, პროცესში შსს-ს თანამშრომლებიც არიან ჩართულები.