ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის დღევანდელ არჩევნებს 52 საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დააკვირდება, რომელთა მიერ ოფიციალურად რეგისტრირებული დამკვირვებლების რაოდენობა 1 024-ია. აქედან, ყველაზე დიდი არის „ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის“ (OSCE/ODIHR) მისია, რომელსაც ოფიციალურად 516 დამკვირვებელი ჰყავს რეგისტრირებული.
ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებიან „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI) 24 დამკვირვებლით და „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) ცხრა დამკვირვებლით. 2 ოქტომბრის...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთი საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა. მიზეზი კომისიის წევრის დაგვიანება გახდა.
სოფელ საქაობოში #11 უბანზე მოქალაქეებს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება დაახლოებით 30 წუთის დაგვიანებით შეძლეს.
როგორც უბნის თავმჯდომარემ მზისა ბუხრიკიძემ განაცხადა, კომისიის წევრმა საარჩევნო უბანზე მოსვლა დაიგვიანა და ამის გამო ვერ მოხერხდა უბნის დროულად გახსნა, „თუმცა საარჩევნო პროცესს ხელი არ შეშლია“.
დარღვევები ქუთაისის 44-ე საარჩევნო უბანზე - სამი ამომრჩეველი ხმის მისაცემად მივიდა, თუმცა მათ უთხრეს, რომ გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა სიაში იყვნენ, რის გამოც უბანზე ხმას ვერ მისცემდნენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
თუმცა, ამომრჩევლები ამბობენ, რომ განცხადება ყუთით სარგებლობისთვის არ ჰქონდათ დაწერილი.
საკითხით ოპოზიცია დაინტერესდა და გაარკვია, რომ აღნიშნულ სამ ამომრჩეველზე განცხადება გაყალბდა.
ზუგდიდის მე-16 საარჩევნო უბანი 15 წუთის დაგვიანებით გაიხსნა. მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ კომისიის ახალი წევრები ჰყავთ და დროულად ორგანიზება ვერ შეძლეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
გარდა ამისა, "მთავარი არხის" კამერამ უბნის ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" კოორდინატორები დააფიქსირა, რომლებიც სიებით იყვნენ იქ მისულები, თუმცა თქვეს, რომ ხმის მისაცემად მივიდნენ.
შეგახსენებთ, რომ ახალი წესით კოორდინატორების ყოფნა საარჩევნო უბანზე, 100 მეტრის რადიუსში, აკრძალულია.
2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მერის პოსტის დასაკავებლად სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი მერობის 239 კანდიდატი აპირებს ბრძოლას.
მათგან 24 კანდიდატი თვითმმართველ ქალაქებშია წარდგენილი, ხოლო თბილისის ამომრჩეველს საკუთარ კანდიდატურას მერის თანამდებობაზე 16 კანდიდატი სთავაზობს.
დედაქალაქის მერობის კანდიდატები არიან:
ანა დოლიძე - “ანა დოლიძე - ხალხისთვის”;
გიორგი გაჩეჩილაძე “გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია“;
არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ - “ჩვენი გაერთიანებული საქართველო“;
თეიმურაზ ბობოხიძე - “მამული“;
ევგენი ღვინიაშვილი - “მშრომელთა სოციალისტური...
პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ის საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკით მივიდა, რაც კანონის დარღვევაა. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან კომენტარის დროს, პირდაპირ თქვა, ვის მისცა ხმა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
"არჩევანი გავაკეთე კახა კალაძის და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. ესა არის ის არჩევანი, რომელიც ჩემი აზრით უნდა გააკეთოს ყველამ, რადგან გაგვაჩნია პროგრამა, ხედვა, როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი ქალაქის...
მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეს ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა. ჯერ 9 წელი, როცა ხელისუფლებაში იყო და შემდეგ 9 წელი ოპოზიციაში - მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველა პროცედურა წარიმართება სამართლებრივი წესების შესაბამისად.
„ჩვენ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ. რაც შეეხება სპეცოპერაციას, სპეცოპერაციას აქვს თავისი წესები, მათ შორის, სპეცოპერაციამ რომ მიაღწიოს თავის მიზანს, ბუნებრივია,...
დღეს მოქალაქის ხელშია მდგომარეობის შეცვლა და შეცვლა ბევრად უკეთესი ალტერნატივით- კოალიციური მმართველობით, - ამის შესახებ „დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარიამ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში ტარდება რეფერენდუმი იმის შესახებ, თუ როგორი იქნება საქართველო.
„დღეს ტარდება რეფერენდუმი იმის შესახებ, აქვს თუ არა საქართველოში თავისუფალ, წესიერ მოქალაქეს პერსპექტივა, თუ ჩვენ უნდა გავხდეთ ტერიტორია, სადაც ბიძინა ივანიშვილი თავის სურვილისამებრ გვმართავს და გვაცხოვრებს ისე, როგორც მას უნდა,...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქუთაისში საოლქო კომისიას საარჩევნო უბნებისთვის რეგისტრატორის ბეჭდების გადაცემა დაავიწყდა.
ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და კენჭისყრის პროცესი დაწყებულია.
„რაც შეეხება „სამოქალაქო საარჩევნო კომისიის“ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა ქუთაისის საოლქო კომისიას საარჩევნო უბნებისთვის რეგისტრატორის ბეჭდების გადაცემა დაავიწყდა და ვერ ხერხდებოდა ამომრჩევლის მიღება, ვაცხადებთ, რომ...
ქართულო ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ხმა მისცა. არჩევანი მან მთაწმინდაზე, #144-ე უბანზე გააკეთა. თუმცა, ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.
ოპოზიცია მას რეფერენდუმს უწოდებს.
შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები, ოთხწლიანი უფლებამოსილების ვადით, 64 მუნიციპალიტეტის მერს და ასევე, პროპორციული და მაჟორიტარული წესით 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ. მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
მუნიციპალიტეტებში, გარდა თბილისისა, დადგენილია პროპორციული სისტემით არჩევის 3%-იანი ბარიერი. თბილისის საკრებულოში კი, პროპორციული...
საქართველოში საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა. კენჭისყრის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.
08:30 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი. მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი...
მიხეილ სააკაშილი მის მიმართ გამოტანილ განაჩენებს არ ეთანხმება, თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და შიმშილობას იწყებს, - განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, რომელმაც რუსთავის ციხეში სააკაშვილი მოინახულა.
"როდესაც შევედი, ის იმყოფებოდა ექიმებთან, გადიოდა სამედიცინო შემოწმებას, შემდეგ მოგვეცა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საკანში. მაინტერესებდა, როგორი იყო დაკავების გარემოებები, ხომ არ იყო არასათანადო მოპყრობა ან ძალის გადამეტების ფაქტი, ხომ არ ჰქონდა სხეულზე დაზიანებები. როგორც მიხეილ...
არა და არასოდეს! - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების საკითხს. "იმიტომ, რომ ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება, არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო. იმიტომ რომ ერთული ვარ იმ სულისკვეთების, რომელიც მამოძრავებდა, როცა ვიდექი და ვებრძოდით ერთად შიშველი ხელებით რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანების უფლებას, თავისუფალ ბიზნესს და კანონს....
საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
„მსაჯვრდებული მიხეილ სააკაშვილი, დღეს, დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, მოთავსდა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6...
წინა სტატია
რუსთავის ციხეში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მივიდა.
როგორც ნინო ლომჯარიამ ციხეში შესვლამდე მედიასთან განაცხადა, მას მოინახულებს და მისი, როგორც დაკავებულის პირის უფლებრივი მდგომარეობით დაინტერესდება.
„ალბათ, თქვენც გაინტერესებთ მისი მდგომარეობა და ბევრი კითხვები გაქვთ. ჩემი მანდატიდან გამომდინარე შემიძლია ვნახო დაკავებული პირი და გამოვიტან ინფორმაციას. დაკავებულები თავად საუბრობენ ხოლმე ჩვენთან, რა მდგომარეობაში არიან, სჭირდებათ თუ არა რაიმე დახმარება მათ შორის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































