კუჭავამ კანონი დაარღვია – პირდაპირ თქვა, ვის მისცა ხმა და საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკით მივიდა

583

პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ის საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკით მივიდა, რაც კანონის დარღვევაა. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან კომენტარის დროს, პირდაპირ თქვა, ვის მისცა ხმა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

“არჩევანი გავაკეთე კახა კალაძის და “ქართული ოცნების” სასარგებლოდ. ესა არის ის არჩევანი, რომელიც ჩემი აზრით უნდა გააკეთოს ყველამ, რადგან გაგვაჩნია პროგრამა, ხედვა, როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის განვითარება”, – თქვა კახა კუჭავამ.