მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეს ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა. ჯერ 9 წელი, როცა ხელისუფლებაში იყო და შემდეგ 9 წელი ოპოზიციაში – მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველა პროცედურა წარიმართება სამართლებრივი წესების შესაბამისად.
„ჩვენ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ. რაც შეეხება სპეცოპერაციას, სპეცოპერაციას აქვს თავისი წესები, მათ შორის, სპეცოპერაციამ რომ მიაღწიოს თავის მიზანს, ბუნებრივია, კონფიდენციალობა უნდა იყოს მაღალი ხარისხით დაცული. ეს არის მარტივი წესები, რაც აქვს ნებისმიერ სპეცოპერაციას. ეს წესები იყო დაცული და ოპერაციის წარმატების ერთ-ერთი საფუძველი იყო ის, რომ ეს კონფიდენციალობა იყო სათანადოდ დაცული. ოპერაცია მთალიანდ არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე. ის, რომ ოპერაცია წარამტებით წარიმართა, მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფერი სათანადოდ იყო დაგეგმილი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, როცა ადამიანი ხვდება ციხეში, ეს არის მძიმე მოვლენა. მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეს ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა. ჯერ 9 წელი, როცა ხელისუფლებაში იყო და გახსოვთ მისი და მისი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები და შემდეგ 9 წელი ოპოზიციაში მან ქვეყანა არ დაასვენა. ის ჩამოდიოდა საქართველოში იმისთვის, რომ შეესრულებინა თავისი მუქარა ხელისუფლების გატარიალებასა და ქვეყნის არევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღეს ყველა ზომა იმისთვის, რომ მისი ახალი დანაშაული აღეკვეთათ.
მიხეილ სააკაშვილი მომიკითხეთ ციხეში. არავითარი არც აქციის, არც ქვეყნის გადატრიალების, არც ქუჩაში გამოსვლის რესურსი მათ არ აქვთ. ვერაფერს მიაღწევენ, დღეს „ქართული ოცნება“ მყარად მოიგებს არჩევნებს, ყველაფერი იქნება მშვიდად და კარგად, მომიკითხეთ თქვენი ლიდერი ციხეში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.