დარღვევები ქუთაისში – უბანზე მისულ ამომრჩევლებს უთხრეს, რომ გადასატანი ყუთით უნდა ესარგებლათ

205

დარღვევები ქუთაისის 44-ე საარჩევნო უბანზე – სამი ამომრჩეველი ხმის მისაცემად მივიდა, თუმცა მათ უთხრეს, რომ გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა სიაში იყვნენ, რის გამოც უბანზე ხმას ვერ მისცემდნენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

თუმცა, ამომრჩევლები ამბობენ, რომ განცხადება ყუთით სარგებლობისთვის არ ჰქონდათ დაწერილი.

საკითხით ოპოზიცია დაინტერესდა და გაარკვია, რომ აღნიშნულ სამ ამომრჩეველზე განცხადება გაყალბდა.