არა და არასოდეს! – პრეზიდენტი ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე

597

არა და არასოდეს! – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების საკითხს. “იმიტომ, რომ ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება, არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო. იმიტომ რომ ერთული ვარ იმ სულისკვეთების, რომელიც მამოძრავებდა, როცა ვიდექი და ვებრძოდით ერთად შიშველი ხელებით რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანების უფლებას, თავისუფალ ბიზნესს და კანონს. ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე თავისი ძალაუფლების შენარჩუნებას შესწირა.

იმიტომ, რომ მან ქვეყნის პრეზიდენტისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მან საქართველოს მოქალაქეობა დატოვა და დღეს, როცა სახელმწიფო საზღვრის დარღვევით და კანონის დარღვევით შემოიჭრა ტერიტორიაზე და ამით სახელმწიფო სამართალდამცველი სტრუქტურების ავტორიტეტის შელახვა სცადა. და რაც მთავარია, იმიტომ, რომ აშკარად შემოვიდა, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაეთესა ყველა საერთაშორისო რჩევების თუ გაფრთხილებების მიუხედავად, რაც მას ბოლო პერიოდში მიუვიდა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, აწი კანონი იკანონებს და იწყება სახელმწიფო მშენებლობის ახალი ფურცელი არა რევანშის, არამედ დეპოლარიზაციის. ზურაბიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის დაკავებას მასობრივი გამოსვლები არ მოჰყვება.