ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ კორძაია, საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს. კორძაიას თქმით, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ადამიანები საარჩევნო უბნებზე იძულებით მიჰყავთ.
"ადამიანები მიჰყავთ იძულებით საარჩევნო უბნებზე. დედოფლისწყაროს უბანი უნდა დაიხუროს, 100-ზე მეტი ხმა მიცემული ჰქონდათ დაულუქავი საარჩევნო ყუთის პირობებში", - ამბობს კორძაია.
მისი თქმით, დარღვევები იმატებს. მისი თქმით, დედოფლისწყაროს დასახელებული უბანი უნდა დაიხუროს.
გარდა ამისა, კორძაიას ინფორმაციით, კრწანისის რამდენიმე უბანზე კომისიამ ვერ უზრუნველჰყო ელექტრონული...
სამოქალაქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბოლნისის ოლქში აგიტაცია კანონდარღვევით ხდება. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე, "ქართული ოცნების" სააგიტაციო მასალაა გაკრული.
CEC შესაბამის ვიდეო-მასალასაც ავრცელებს და წერს, რომ დარღვეულია საარჩევნო კოდექსის მუხლი 46. პუნქტი 2.
მარნეულში, ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე ხმაურია. აღნიშნულ ადგილზე ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი მუმლაძემ განაცხადა, დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ ის ე.წ. კარუსელს ხელს უშლიდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრს აჯიმურად მურადოვს ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოიდაროვი თავს დაესხა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი", - განაცხადა მუმლაძემ.
ადგილზე იმყოფება პოლიციის სამმართველოს უფროსი რუსლან იოსელიანი.
"შეტყობინება...
ამომრჩევლის მოსყიდვა ოზურგეთში - მოსახლეობის ხმებს პირდაპირ საარჩევნო უბნებზე ყიდულობენ. ტვ პირველმა გადაიღო ავტომობილი, რომელში მსხდომი პირები ხმების სანაცვლოდ ფულს არიგებდნენ.
ავტომობილში მსხდომი პირები გადამღებ ჯგუფთან ფაქტს უარყოფენ.
თქვენ ნორმალურები ხართ? ! მანანა მყავს გაფუჭებული და გაჩერებული ვარ!, - ამბობს მოქალაქე.
ადგილზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატეობის კანდიდატი ლელა საჯაია იმყოფებოდა. ტვ პირველის შეკითხვას, რას აკეთებდა იმ ავტომობილთან, საიადანაც ფუსლ არიგებდნენ, თქვა, რომ იქ...
დაძაბული ვითარება ქვემო ფონიჭალაში - 218-ე საარჩევნო უბანთან ენმ-ს ერთ-ერთმა წევრმა ლილე ლიპარტელიანმა პოლიცია გამოიძახა. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
საარჩევნო უბანთან "ოცნების" წრამომადგენლები არიან შეკრებილი და აგიტაციას ეწევიან. პოლიცია მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.
ლილე ლიპარტელიანის თქმით, საარჩევნო უბნებს კრიმინალური დაჯგუფების წევრები აკონტროლებენ.
მარნეულში, სოფელ სადახლოში სადაც 88-ე საარჩევნო უბანია განთავსებული, სავარაუდოდ ამომრჩეველის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი, - ინფორმაციას ამის შესახებ რადიო "მარნეული" ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ფაქტს მარნეულის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი მუმლაძე შეესწრო, მისი თქმით, საარჩევნო უბანთან ავტომობილში ერთ-ერთ პიროვნებას, რომელიც ქართული ოცნების კოორდინატორი აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სიები ეჭირა, მუმლაძის თქმით აღნიშნული პიროვნება, ამომრჩეველს მოსყიდვის მიზნით, თანხას ურიგებდა.
"ჩვენ შევესწარით სადახლოში კანონდარვევას,...
ოპოზიციის რუსთავის მერობის კანდიდატის დავით კირკიტაძის განცხადებით, ,,ქართული ოცნების” აქტივისტები საარჩევნო უბნებთან იმყოფებიან და ამომრჩეველზე გავლენის მოხდენას ცდილობენ.
“რუსთავში სხვადასხვა უბნებიდან დარღვევების შესახებ ინფორმაციები შემოდის. ბევრ ადგილზე შეინიშნებოდნენ “ქართული ოცნების” აქტივისტები, რომლებიც ახდენდნენ გავლენას ამომრჩევლებზე. არ იშლიან, დარბიან სიებით საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე და საცხოვრებელი კორპუსების გარშემო, ცდილობდნენ მოეხდინათ გავლენა ამომრჩეველზე, მაგრამ ეს არ უშველით, მათ ეს არჩევნები წააგეს”, - განაცხადა დავით...
საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმე საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება.
როგორც დეგნანმა აღნიშნა, საქართველოს მეტი პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება.
"გუშინდელ დღეზე მეტად მნიშვნელოვანია მომავალი და გზა წინისკენ, მოგეხსენებათ, არჩევნები არის პერიოდი, როცა ყველასათვის მნიშვნელოვანია ისეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რაც მოსახლეობას აწუხებს. იმედი მაქვს, არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური ლიდერები დაიწყებენ ისეთ საკითხებზე მუშაობას, რაც ქართველ მოსახლეობას აწუხებს, ეს იქნება...
მარნეულის საარჩევნო უბანზე მოქალაქემ ხმა ორჯერ მისცა - ამის შესახებ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია დღევანდელ არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით ავრცელებს:
09:52 - მარნეულის 22-ე საოლქო კომისიის #13 უბანზე ამომრჩეველმა დილით მისცა ხმა, შემდეგ 09:52-ისთვის ისევ მივიდა უბანზე და კვლავ მისცა ხმა, მალევე მესამედაც შებრუნდა, ჩვენმა დამკვირვებელმა დაიწყო დარღვევის გადაღება რა დროსაც ერთ-ერთი დამკვირვებელი მივარდა ამ ამომრჩეველს, გამოგლიჯა ბიულეტენები...
ზუგდიდის 84-ე საარჩვენო უბანზე ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ელექტროშოკით დაემუქრნენ. ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი ამბობს, რომ სპორტსმენი დავით ქირია მათ ელექტროშიკით ემუქრებოდა და შეუაცხყოფას აყენებდა.
"84 -ე უბანზე, ამომრჩევლები გამოჰყავდათ უბნიდან, სვამდნენ მანქანში და ამის გამო რომ დასვა ჟურნალისტმა კითხვები, ამას მოჰყვა აგრესია, ჩართვისთვის ვემზადებოდით, როცა აქ დაიწყო დაპირისპირება, ეს ქალი ადანაშულებდა სპორტსმენს რომ მიაყენა შეურაცხყოფა, არის ფეხბურთელი,...
თბილისის მერობის კანდიდატი, ანა დოლიძე ამბობს, რომ უბანზე, სადაც ხმა მისცა, დარღვევები გამოვლინდა.
მისი თქმით, ბეღლეთის ქუჩაძე, 05.04 საარჩევნო უბანზე უბნის ბიჭები იდგნენ და ერთ-ერთ გამვლელს ეკითხებოდნენ, როდის მივიდოდა საარჩევნო უბანზე, თან უხსნიდნენ, რომ ფული ჩაერიცხებოდა.
"ეუბნებოდნენ, საქართველოს ბანკიდან გაშვებულია უკვე ფული, ლიბერთი ბანკიდან ცოტა გაიჭედა და მალე ყველას ჩაგერიცხებათო. რომ ჩავეკითხე, რაზე საუბრობდნენ, მოვიდა მეორე პიროვნება და შეურაცხყოფაზე გადმოვიდა. დიდი ალბათობით ეს არის სწორედ ხმების მოსყიდვის ის შემთხვევა,...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ ბინის მეპატრონე დააკავა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის ცნობით, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია 1958 წელს დაკავებული პირი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის სისხლის სამართლის საქმეებზე სამი...
ცესკოს ინფორმაციით, კრწანისის ოლქში, სადაც ხმის მიცემის პროცედურა ელექტრონული საშუალებების დახმარებით მიმდინარეობს, ხარვეზები დაფიქსირდა. კერძოდ, როგორც ცესკო-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ხარვეზები ბიულეტენებთან დაკავშირებითაა დაფიქსირებული.
„კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-18, 24-ე და 32-ე საარჩევნო უბნებზე საარჩევნო ბიულეტენი იყო დიდი ზომის და სპეციალურ აპარატში ვერ მოთავსდა. შესაბამისად, ამ ორ უბანზე კენჭისყრის პროცესი ელექტრონული აპარატის გამოყენების გარეშე, ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა. ხარვეზი დაფიქსირდა ბიულეტენებთან...
ოპოზიციის ნაწილის ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე მოსყიდვებზე საუბრობს.
მისი თქმით, საარჩევნო უბანზე ფულს არიგებენ. დეკანოიძემ პრესკონფერენციაზე 123-ე უბანის მიმდებარედ გადაღებული ვიდეო წარმოადგინა. მისი თქმით, ვიდეოში ჩანს, ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მოქალაქეებს თანხას ურიგებს.
მისივე თქმით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს რეაგირება.
ხატია დეკანოიძემ ასევე ისაუბრა უბნებზე არსებულ სხვა დარღვევებზე. მისი თქმით, კოვიდუბნებზე ხმის განმეორებით მიცემის მცდელობას...
ქუთაისის მე 40-ე საარჩევნო უბანზე მყოფი "ერთიანი აციონალური მოძრაობის" დამკვირვებლის, ელისო მიქაბერიძის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი დარღვევით მიმდინარეობს. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
კერძოდ "ქართული ოცნების" აგიტატორი ნარგიზი დევაძე ამომრჩეველთა სიით იმყოფება უბანზე და ჯერ ხმის მისაცემად არმისულ ამომრჩეველს ურეკავს და არჩევნებში მოსვლას საათების მიხედვით აკონტროლებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, კახეთში საარჩევნო უბნებთან კვლავ "ქართული ოცნების” წარმომადგენლების აქტიურობა შეინიშნება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
გიორგი ბოტკოველმა თელავის მე-11-ე საარჩევნო უბანზე მისცა ხმა. მან ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.
"უბნებზე არიან კვლავ შეკრებილები ქართული ოცნების, პოლიციის, წარმომადგენლები, ძველი ბიჭები და ცდილობენ გააკონტროლონ ამომრჩევლის ნება. იქნება მოსახლეობის აქტიურობა, იქნებ გამარჯვებაც, თუ არადა, დავრჩებით სიბნელეში”- განმარტა ბოტკოველმა.
თელავში მერობისათვის სამი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































