გიორგი ბოტკოველი: საარჩევნო უბნებზე ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლების აქტიურობა შეინიშნება

210

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, კახეთში საარჩევნო უბნებთან კვლავ “ქართული ოცნების” წარმომადგენლების აქტიურობა შეინიშნება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

გიორგი ბოტკოველმა თელავის მე-11-ე საარჩევნო უბანზე მისცა ხმა. მან ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

“უბნებზე არიან კვლავ შეკრებილები ქართული ოცნების, პოლიციის, წარმომადგენლები, ძველი ბიჭები და ცდილობენ გააკონტროლონ ამომრჩევლის ნება. იქნება მოსახლეობის აქტიურობა, იქნებ გამარჯვებაც, თუ არადა, დავრჩებით სიბნელეში”- განმარტა ბოტკოველმა.

თელავში მერობისათვის სამი კანდიდატი, იბრძვის, რომლებიც ერთიან ნაციონალური მოძრაობის, ქართული ოცნების და პარტია საქართველოსთვის წარმომადგენლები არიან.