მარნეულში, სოფელ სადახლოში სადაც 88-ე საარჩევნო უბანია განთავსებული, სავარაუდოდ ამომრჩეველის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი, – ინფორმაციას ამის შესახებ რადიო “მარნეული” ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ფაქტს მარნეულის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი მუმლაძე შეესწრო, მისი თქმით, საარჩევნო უბანთან ავტომობილში ერთ-ერთ პიროვნებას, რომელიც ქართული ოცნების კოორდინატორი აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სიები ეჭირა, მუმლაძის თქმით აღნიშნული პიროვნება, ამომრჩეველს მოსყიდვის მიზნით, თანხას ურიგებდა.
“ჩვენ შევესწარით სადახლოში კანონდარვევას, 88-ე უბანზე,ხდებოდა აგიტაცია, უბანთან ავტომობილში მყოფ პიროვნებას, რომელიც ქართული ოცნების კოორდინატორი აღმოჩნდა, ხელში ამომრჩევლის სიები ეჭირა და სავარაუდოდ მოქრთამვის მიზნით ,ამომრჩეველს თანხას აძლევდა, ჩვენი გამოჩენისთანავე ეს პიროვნება გაიქცა და მიიმალა”, – ამბობს მუმლაძე.
გიორგი მუმლაძემ ადგილზე პოლიცია გამოიძახა რომელიც უკვე 88-ე უბანზე იმყოფება.