ზუგდიდის 84-ე საარჩვენო უბანზე ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ელექტროშოკით დაემუქრნენ. ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი ამბობს, რომ სპორტსმენი დავით ქირია მათ ელექტროშიკით ემუქრებოდა და შეუაცხყოფას აყენებდა.
“84 -ე უბანზე, ამომრჩევლები გამოჰყავდათ უბნიდან, სვამდნენ მანქანში და ამის გამო რომ დასვა ჟურნალისტმა კითხვები, ამას მოჰყვა აგრესია, ჩართვისთვის ვემზადებოდით, როცა აქ დაიწყო დაპირისპირება, ეს ქალი ადანაშულებდა სპორტსმენს რომ მიაყენა შეურაცხყოფა, არის ფეხბურთელი, ამ უბანში ცხოვრობს დავით ქირია. ამის შემდეგ სხვებისგანაც წამოვიდა აგრესია, “ფორმულა”, “ტვ პირველი” დაგასრულებთო, ასე მიმართავდნენ ჟურნალისტებს. კადრებს ვიღებდით, როცა მოვიდა ეს ადამიანი, ამიოღო ელექტროშოკი, მოგადებთ და ახლა არ იცი რას გიზამთო,- ამბობდა, მერე ჩაჯდა მანქანში, იქიდან გვაგვინა უშვერი სიტყვებით, ბოთლი ესროლა “ტვ პირველის” ჟურნალისტს და დატოვა ტერიტორია”, – განუცხადა “ლაივპრესს” “ფორმულას” ჟურნალისტმა სალომე ჩადუნელმა.