მარნეულში, ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე ხმაურია, ადგილზე დაპირისპირება მოხდა

379

მარნეულში, ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე ხმაურია. აღნიშნულ ადგილზე ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი მუმლაძემ განაცხადა, დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ ის ე.წ. კარუსელს ხელს უშლიდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრს აჯიმურად მურადოვს ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოიდაროვი თავს დაესხა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი”, – განაცხადა მუმლაძემ.

ადგილზე იმყოფება პოლიციის სამმართველოს უფროსი რუსლან იოსელიანი.

“შეტყობინება შემოვიდა, თუმცა, რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი ფიზიკურ დაპირისპირებას, ვარკვევთ”,- განაცხადა იოსელიანმა.

რუსლან იოსელიანის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც საარჩევნო პროცესის ხელისშეშლას გულისხმობს.