ქუთაისის მე 40-ე საარჩევნო უბანზე მყოფი “ერთიანი აციონალური მოძრაობის” დამკვირვებლის, ელისო მიქაბერიძის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი დარღვევით მიმდინარეობს. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
კერძოდ “ქართული ოცნების” აგიტატორი ნარგიზი დევაძე ამომრჩეველთა სიით იმყოფება უბანზე და ჯერ ხმის მისაცემად არმისულ ამომრჩეველს ურეკავს და არჩევნებში მოსვლას საათების მიხედვით აკონტროლებს.