დავით კირკიტაძე: რუსთავში “ოცნების” აქტივისტები საარჩევნო უბნებთან იმყოფებიან და ამომრჩეველზე გავლენის მოხდენას ცდილობენ

401

ოპოზიციის რუსთავის მერობის კანდიდატის დავით კირკიტაძის განცხადებით, ,,ქართული ოცნების” აქტივისტები საარჩევნო უბნებთან იმყოფებიან და ამომრჩეველზე გავლენის მოხდენას ცდილობენ.

“რუსთავში სხვადასხვა უბნებიდან დარღვევების შესახებ ინფორმაციები შემოდის. ბევრ ადგილზე შეინიშნებოდნენ “ქართული ოცნების” აქტივისტები, რომლებიც ახდენდნენ გავლენას ამომრჩევლებზე. არ იშლიან, დარბიან სიებით საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე და საცხოვრებელი კორპუსების გარშემო, ცდილობდნენ მოეხდინათ გავლენა ამომრჩეველზე, მაგრამ ეს არ უშველით, მათ ეს არჩევნები წააგეს”, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

დავით კირკიტაძემ საკუთარი არჩევანი რუსთავის N79-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. როგორც მან განაცხადა, საიდუმლო არ არის თუ ვის დაუჭირა მხარი.

“საიდუმლო არ არის, ვის დავუჭირე მხარი, ასე მოიქცევა რუსთავიც. ეს ქალაქი არ დაემონება ოლიგარქს. შემდეგ იქნება ის, რაც ბრძანა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც თავის ბედი მიანდო ქართველებს და მჯერა, რომ ქართველები გააკეთებენ არჩევანს თავისუფლების სასარგებლოდ და არა მონობის სასარგებლოდ”, – განაცხადა კირკიტაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.