მას შემდეგ, რაც ტვ იმედის ეგზიტპოლის შედეგებზე დაყრდნობით კახა კალაძემ გამარჯვება იზეიმა, მან ბრიფინგიც გამართა და სხვა ჟურნალისტები პროვოკაციაში დაადანაშაულა.
"არჩევნებს რაც შეეხება - ჩატარდა მშვიდობიან გარემოში. არა მხოლოდ არჩევნების დღე, არამედ მთლიანად არჩევნები, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა საშუალება, ამომრჩევლისთვის გაეცნო თავისი ხედვები, თუ ჰქონდა ასეთი. დღევანდელმა დღემაც მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით იმ მიზანმიმართულ პროვოკაციულ მცდელობებს კონკრეტული ჟურნალისტების და...
ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიების შედეგები პროპორციულ ნაწილში საქართველოს მასშტაბით, 18:00 საათისთვის ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო N41 - 46%;
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა N5 - 33%
საქართველოსთვის - N25 - 6%
ევროპული საქართველო - 2%
გირჩი - 2%
მესამე ძალა N1 - 1%
ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის +/- 2%.
ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედის ეგზიტპოლს ზეიმობს და გუნდს გამარჯვებას ულოცავს. იმედის ეგზიტპოლის თანახმად, კახა კალაძემ 51.3% აიღო და პირველივე ტურში გაიმარჯვა, ედისონ რისერჩისა და იფსოსის კვლევის თანახმად კი, თბილისში მეორე ტური იქნება.
კობახიძის თქმით, ქართულ ოცნებას წინ კიდევ "დიდი გამარჯვებები" ელოდება.
"ჩვენ 10 წლის წინ, როცა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა ქართული ოცნება, მაშინ პირველი გამარჯვების არავის სჯეროდა, თუმცა იმის შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ ზედიზედ მე-8 გამარჯვება და დიდი გამარჯვევები კიდევ წინ არის,...
„გორბის“ ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ გამარჯვებას ზეიმობენ. კახა კალაძემ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და თანაგუნდელებს გამარჯვება მიულოცა.
„მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. განსაკუთრებით, ძალიან დიდი მადლობა და მადლიერება მინდა გამოვხატო თბილისის და თბილისელების მიმართ. ძალიან დიდი მადლობა ამ ნდობისთვის, ამ მხარდაჭერისთვის და როგორც ყოველთვის ვამბობდი მთელი ამ საარჩევნო კამპანიის დროს, ახლაც გავიმეორებ, მზად ვარ, 24 საათიან რეჟიმში ვემსახუროთ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ამ...
„ქართულმა ოცნებამ“ პირწმინდად წააგო პოლიტიკური ცენტრი დედაქალაქი - ვნახეთ შედეგები მერის არჩევნების ნაწილში, აქ, რა თქმა უნდა გაიმართება მეორე ტური, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ეზიტპოლის შედეგები.
მან ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მოიგო.
„ძალიან დიდი მადლობა ყველა ამომრჩეველს აქტიურობისთვის, გვერდში დგომისთვის და თანადგომისთვის. ამ ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ და არა...
"ოცნებაც" ზეიმობს და ნაციონალური მოძრაობაც. ორივე პარტიაში შედეგებს უკვე ზეიმობენ. ამის მიზეზი კი ეგზიტპოლებია, რომლებიც სამმა ტელეკომპანიამ - "იმედმა", "ფორმულამ" და "მთავარმა არხმა" გამოაქვეყნეს.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით დედაქალაქის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს. ამ მონაცემებით "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა 51.3% მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მან პირველივე ტურში გაიმარჯვა.
მთავარი არხის ეგზიტპოლის მიხედვით, რომელიც ფრანგულმა...
პარტიული რეიტინგები თბილისის მასშტაბით - "მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-გლობალის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები, 17 საათის მონაცემებით, ასეთია:
ქართული ოცნება - 38.6%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 33 %
საქართველოსთვის - 7.6 %
გირჩი - მეტი თავისუფლება - 4.8 %
ლელო - 4%
ხალხისთვის - 2%
გირჩი - 1.6%
მოქალაქეები - 1.1%
ევროპული საქართველო - 1%
ლეიბორისტული პარტია - 1%
პატრიოტთა...
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით დედაქალაქის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს.
18 საათის მონაცემები ასე გამოიყურება:
თამარ კეკელიძე - 0.2%;
ნიკა მელია - 34.6;
გიორგი ლომია - 1%;
ანა ბიბილაშვილი - 2%;
რიჩარ ობუნუზუ - 0.6;
გიორგი გახარია - 5.6%;
კახა კალაძე - 51.3%;
ანა დოლიძე - 3.1%;
სხვა კანდიდატი - 1.6%.
მთავარი არხის ეგზიტპოლის მიხედვით, რომელიც ფრანგულმა კომპანია IPSOS-მა ჩაატარა, თბილისის მერობის არჩევნებზე ნიკა მელია ლიდერობს - 40,8%-ით.
კერძოდ, 17:00 საათის მონაცემების მიხედვით, ეგზიტპოლის შედეგები ასე გადანაწილდა:
ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობა" - 40.8%
კახა კალაძე, "ქართული ოცნება" - 40.2%
გიორგი გახარია, "პარტია"საქართველოსთვის" - 8.7%
ანა დოლიძე, პარტია "ხალხისთვის" - 3.5 %
ანა ბიბილაშვილი, "ლელო" - 2.6%
"მთავარი არხის" დაკვეთით, Ipsos Global-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, თბილისის...
ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმები 18:00 საათისთვის ასე განაწილდა:
კახა კალაძე, ქართული ოცნება N41 - 43%
ნიკა მელია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა N5 - 39%
გიორგი გახარია, საქართველოსთვის N25 - 7%
თუ ეს შედეგები დადასტურდება, თბილისში მეორე ტური შედგება კახა კალაძეს და ნიკა მელიას შორის.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ედისონ რისერჩის ეგზითპოლის მიხედვით:
ანა დოლიძე, მოძრაობა ხალხისთვის N48 - 4%;
გიორგი...
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, 18:00 სააათისთვის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა.
„ქართული ოცნება“ - 47,6%
„ნაციონალური მოძრაობა“ - 27,1%
„საქართველოსთვის“ - 6,8%
„ლელო“ - 2,8%
„გირჩი - მეტი თავისუფლება“ 2,8%;
„ევროპული საქართველო“ - 2,6%;
„ლეიბორისტული პარტია“ - 1,8%;
„პატრიოტთა ალიანსი“- 1,6%;
„მესამე ძალა“ - 1,3%;
„მოქალაქეები“ -1%;
ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ - 0,9%
სხვა - 3,7%
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის 43 საარჩევნო სუბიექტი იყო რეგისტრირებული. ამომრჩევლებმა 64 საკრებულოს...
ხმის მიცემა დასრულებულია. ხმის დათვლის პროცესი იწყება. საქართველოს მოსახლეობა დღეს 64 მუნიციპალიტეტის მერებსა და საკრებულოს წევრებს ირჩევდა. ცესკოს ინფორმაციით, პირველადი შედეგები 7-8 საათში გამოქვეყნდება.
წელს პირველად, 3 200 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება განხორციელდება.
ვიდეოკამერის ტექნიკური გაუმართაობის ანდა დაზიანების შემთხვევაში ხმის დათვლის პროცესი არ ჩერდება.
ხმის დათვლის ვიდეო გადაღებაზე პასუხისმგებელი პირები წილისყრით გამოვლინდნენ საოლქო საარჩევნო...
უზარმაზარი აქცია იქნება ხვალ - ამის შესახებ ,,კანონისა და სამართალი"-ს ლიდერმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა. თაკო ჩარკვიანის თქმით, აქციის გამართვის დრო და ადგილი არ კონკრეტდება, რათა სარჩევნო უბნებთან ხალხის კონცენტრირებას ხელი არ შეეშალოს.
იქნება უზარმაზარი აქცია, პროტესტი, რომლის ინიციატორია სააკაშვილის დაბრუნების სახალხო მოძრაობა. ჩვენი მიზნების შესახებ ხელისუფლებისთვის ცნობილია, ამიტომ დაიწყეს რუსთავში გზის გადაკეტვა. არ გვინდა, ხელი შევუშალოთ იმ კონცენტრირებას, რაც...
წინა სტატია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში მდებარე N52-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
სამინისტროს ცნობითვე, გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულ საარჩევნო უბანზე 1989 წელს დაბადებულ გ.რ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ე.მ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა...
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე მედიაში გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, სადაც ხელიდან ხელში თანხის გადაცემის ორი ფაქტია ასახული.
მდინარაძე ამტკიცებს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვას ადგილი არ ჰქონია და განმარტავს, რომ ერთ შემთხვევაში ცოლმა ქმარს გადასცა თანხა, მეორე შემთხვევაში კი პირიქით - ქმარმა ცოლს.
"ვნახეთ ორი ფაქტი, სადაც დაფიქსირდა ხელიდან ხელში თანხის გადაცემის ფაქტი. ერთ შეთხვევაში ქმარმა მეუღლეს, ცოლს გადააწოდა თანხა, მეორე შემთხვევაში,...
„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა, გიგა ბოკერიამ და გიგი წერეთელმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო პროცესში დარღვევებზე ისაუბრეს და ის ფაქტები დაასახელეს, რომლებიც, მათი თქმით, საარჩევნო უბნებზე „ევროპული საქართველოს“ დამკვირვებლებმა გამოავლინეს.
როგორც „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ დარღვევებზე საუბრისას აღნიშნა, „ეს ამ რეჟიმის ხელწერაა“.
„თქვენ იცით, რომ მმართველი პარტიის მიერ დიდი ზარზეიმით გამოცხადებული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, არსებითად არაფერს ცვლიდა, მათ შორის საარჩევნო უბნებზე ოპოზიციის წევრების ზრდაზე რომ იძახდნენ, სინამდვილეში ვითარება...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































