მთავარი არხის ეგზიტპოლის მიხედვით, რომელიც ფრანგულმა კომპანია IPSOS-მა ჩაატარა, თბილისის მერობის არჩევნებზე ნიკა მელია ლიდერობს – 40,8%-ით.
კერძოდ, 17:00 საათის მონაცემების მიხედვით, ეგზიტპოლის შედეგები ასე გადანაწილდა:
ნიკა მელია, “ნაციონალური მოძრაობა” – 40.8%
კახა კალაძე, “ქართული ოცნება” – 40.2%
გიორგი გახარია, “პარტია”საქართველოსთვის” – 8.7%
ანა დოლიძე, პარტია “ხალხისთვის” – 3.5 %
ანა ბიბილაშვილი, “ლელო” – 2.6%
“მთავარი არხის” დაკვეთით, Ipsos Global-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური ჩაინიშნება.