ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიების შედეგები პროპორციულ ნაწილში საქართველოს მასშტაბით, 18:00 საათისთვის ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო N41 – 46%;
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა N5 – 33%
საქართველოსთვის – N25 – 6%
ევროპული საქართველო – 2%
გირჩი – 2%
მესამე ძალა N1 – 1%
ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის +/- 2%.