კალაძე: რამდენიმე ჟურნალისტის პროვოკაციას თუ არ ჩავთვლით, არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიარა

201

მას შემდეგ, რაც ტვ იმედის ეგზიტპოლის შედეგებზე დაყრდნობით კახა კალაძემ გამარჯვება იზეიმა, მან ბრიფინგიც გამართა და სხვა ჟურნალისტები პროვოკაციაში დაადანაშაულა.

“არჩევნებს რაც შეეხება – ჩატარდა მშვიდობიან გარემოში. არა მხოლოდ არჩევნების დღე, არამედ მთლიანად არჩევნები, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა საშუალება, ამომრჩევლისთვის გაეცნო თავისი ხედვები, თუ ჰქონდა ასეთი. დღევანდელმა დღემაც მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით იმ მიზანმიმართულ პროვოკაციულ მცდელობებს კონკრეტული ჟურნალისტების და ტელევიზიების მხრიდან”, – თქვა კალაძემ.

ტვ იმედის ეგზიტპოლის მიხედვით, რომელსაც კალაძემ “ჩვენი” უწოდა, კახა კალაძემ ხმების 51% მიიღო.