“თბილისში გაიმართება მეორე ტური… მნიშვნელოვანია დავიცვათ თითოეული ხმა” – მელიას კომენტარი ეგზიტპოლების შემდეგ

360

„ქართულმა ოცნებამ“ პირწმინდად წააგო პოლიტიკური ცენტრი დედაქალაქი – ვნახეთ შედეგები მერის არჩევნების ნაწილში, აქ, რა თქმა უნდა გაიმართება მეორე ტური, – ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელია ეზიტპოლის შედეგები.

მან ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მოიგო.

„ძალიან დიდი მადლობა ყველა ამომრჩეველს აქტიურობისთვის, გვერდში დგომისთვის და თანადგომისთვის. ამ ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ და არა კონკრეტულად ცალკე აღებული კანდიდატი ან პოლიტიკური პარტია მყავს მხედველობაში. ჩვენ დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ,“ პირწმინდად წააგო პოლიტიკური ცენტრი დედაქალაქი და საკრებულო იქნება ოპოზიციური პარტიების მიერ დაკომპლექტებული, უმრავლესობა არის ოპოზიციური პარტიების მიერ დასაკომპლექტებელი და ვნახეთ შედეგები მერის არჩევნების ნაწილში, აქ, რა თქმა უნდა გაიმართება მეორე ტური, სადაც ერთიანი ოპოზიციური ფრონტით, კოალიციური მმართველობაში იქნება, როგორც საკრებულო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლება თვითმმართველობის დონეზე, თბილისის მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა ნიკა მელია.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ უკვე გამარჯვებას ზეიმობს, ნიკა მელია პასუხობს, რომ მმართველ გუნდს არჩევნებში გამარჯვება ადრეც უზეიმია, თუმცა, შემდეგ მარცხიც აღიარეს.

„წარმოუდგენელი მასშტაბის ძალადობის, გაყალბებისა და დევნის მიუხედავად, რასაც თვალყურს ვადევნებდით დღის განმავლობაში, მაინც ეს შედეგი დადგა. მახსოვს ბატონი ნარმანიას აწყობილი სცენებიც, „ქართული ოცნების“ მოზეიმე მაღალი თანამდებობის პირები. ამის შემდეგ მათი აღიარებაც მახსოვს, რომ ის შედეგი თუმე რეალობას არ შეესაბამებოდა“,- აღნიშნა მელიამ.