“ქმარმა ცოლს თანხა გადასცა” – მდინარაძის თქმით, ამომრჩევლის მოსყიდვა არ დაფიქსირებულა

582

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე მედიაში გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, სადაც ხელიდან ხელში თანხის გადაცემის ორი ფაქტია ასახული.

მდინარაძე ამტკიცებს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვას ადგილი არ ჰქონია და განმარტავს, რომ ერთ შემთხვევაში ცოლმა ქმარს გადასცა თანხა, მეორე შემთხვევაში კი პირიქით – ქმარმა ცოლს.

“ვნახეთ ორი ფაქტი, სადაც დაფიქსირდა ხელიდან ხელში თანხის გადაცემის ფაქტი. ერთ შეთხვევაში ქმარმა მეუღლეს, ცოლს გადააწოდა თანხა, მეორე შემთხვევაში, ბათუმში, ქმარმა გადააწოდა ცოლს თანხა. ესეც უტყუარად არის დადასტურებული, შეუძლიათ თქვენს კოლეგებს მოიძიონ მათი ნათესაური კავშირი. ესეც იყო უტრირებული მაგალითები, რომ თითქოს, ამომრჩევლის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.