დამკვირვებელი ეკა ქობესაშვილი ამბობს, რომ მარნეულის 22-ე ოლქის ერთ-ერთ უბანზე ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტინებს აზიანებენ და ნაგავში ყრიან.
მისი თქმით, ნაგვიდან 50-მდე ბიულეტინი ამოიღო.
"ჩემი დამკვირვებლად მონაწილეობის მანძილზე იმდენი სახის დარღვევა მაქვს ნანახი, რომ მეგონა აღარფერი გამიკვირდებოდა. ამ ამბავმა ყოველგვარ დარღვევას გადააჭარბა, მსგავსი არაფერი მინახავს. მარნეულის 22 ოლქის უბანზე ამდენი დამკვირვებელი თავზე ადგას კომისიის წევრებს და ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტინებს აზიანებენ და ნაგავში ყრიან. ნაგვიდან ამოვიღე დაახლოებით 50 ბიულეტინი". -...
ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიების შედეგები პროპორციულ ნაწილში საქართველოს მასშტაბით, 20:00 საათისთვის ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო N41 - 46%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა N5 - 33%
საქართველოსთვის - N25 - 6%
ევროპული საქართველო N2 - 2%
ლელო N9 - 2%
გირჩი - მეტი თავისუფლება N45 - 2%
მესამე ძალა N1 - 1%
მოქალაქეები N7 - 1%
პატრიოტთა ალიანსი N8 - 1%
ლეიბორისტული პარტია N10 - 1%
დროა N32 -...
"მთავარი არხის" დაკვეთით, Ipsos-გლობალის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების საბოლოო, 20:00 საათის შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური ჩაინიშნება.
შედეგები 20:00 საათის მონაცემების მიხედვით, ასეთია:
კახა კალაძე - 40.5 %
ნიკა მელია - 39.9 %
გიორგი გახარია - 8,9 %
ანა დოლიძე - 4.1 %
ანა ბიბილაშვილი - 2.5 %
სხვა კანდიდატები - 4.1%
თბილისის მასშტაბით პარტიული რეიტინგები კი ასეთია:
ქართული ოცნება - 38.5%
...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.
ამ დროისთვის მერის არჩევნების შედეგებიდან თბილისის და ფოთის თითო-თითო ოქმია დადებული. თბილისში, გლდანის მეათე ოლქის 114-ე უბანი კახა კალაძემ მოიგო, ხოლო 70-ე ფოთის ოლქის 35-წ უბანი გიგი უგულავამ მოიგო.
რაც შეეხება თვითმმართველ თემებს, აქ გამოქვეყნებულია გურჯაანის, ლაგოდეხის, თიანეთის, გარდაბნის, მცხეთის, კასპის, ხაშურის, ლენტეხის, საჩხერის, სამტრედიის, ხონის, ტყიბულის, მარტვილის, ხობის, ქობულეთის, შუახევისა და...
ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისის მერობის არჩევნებზე კახა კალაძე 44%-ით ლიდერობს.
20:00 საათის მონაცემების მიხედვით, ეგზიტპოლის შედეგები ასე გადანაწილდა:
კახა კალაძე, ქართული ოცნება N41 - 44%
ნიკა მელია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა N5 - 40%
გიორგი გახარია, საქართველოსთვის N25 - 7%
აღსანიშნავია, რომ თუ ეს შედეგები დადასტურდება, თბილისში მეორე ტური კახა კალაძეს და ნიკა მელიას შორის. შედგება
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ედისონ რისერჩის ეგზითპოლის მიხედვით:
ანა დოლიძე, მოძრაობა...
პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხმის დათვლის პროცედურას ვიდეო-კამერა ისეთი მანძილიდან იღებს, რომ შეუძლებელია ბიულეტენის პირველი გვერდის დაფიქსირება და იმის დანახვა, თუ რა არჩევანია გაკეთებული.
როგორც მეზვრიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, დღეს დადასტურდა, რომ ხმის დათვლის პროცედურის ვიდეო-გადაღებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება ცესკო-ს გამიზნული არ ჰქონდა.
მეზვრიშვილის თქმით, ამ საკითხზე მისმა პარტიამ რამდენიმე დღის წინ ცესკო-ს ოფიციალურად მიმართა, თუმცა პასუხი...
ამ მრავალ სიახლეს, რომელიც მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის დავნერგეთ, რა თქმა უნდა, ახლდა თავისი გამოწვევებიც. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები, თუმცა, აღნიშნული ხარვეზები არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი, გარდა იშვიათი გამონაკლისი შემთხვევებისა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო პროცესის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერ დარღვევას ექნება შესაბამისი რეაგირება.
„მაგალითად, ჩვენ დღეს უკვე გამოვეხმაურეთ ქუთაისის...
52-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, რომლებმაც "ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზვიად კუპრავა შენობიდან გაიყვანეს და მანქანით ტერიტორიიდან განარიდეს.
„გამიშვით, მანდატით ვსარგებლობ! 52-ე უბანი გაყალბებულია! “ - მიმართა ზვიად კუპრავამ სამართალდამცავებს.
ზვიად კუპრავა კომისიის თავმჯდომარეს გაყალბებაში ადანაშაულებდა.
ადგილზე კვლავ რჩებიან სამართალდამცავები.
არჩევნებში მონაწილოება მიიღო 1 815 776-მა ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,92-ია - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, კენჭისყრის პროცესმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩატარდა.
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის 43 საარჩევნო სუბიექტი იყო რეგისტრირებული. ამომრჩევლებმა 64 საკრებულოს 2068 წევრი (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერი აირჩიეს.
2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის ბოლო საათებში რიგ საარჩევნო უბნებზე ვითარება დაიძაბა და დაფიქსირდა ინციდენტები, რითაც ჩრდილი მიადგა კენჭისყრის მშვიდ და სამართლიან გარემოში წარმართვის პროცესს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების მხრიდან შეხვდათ წინააღმდეგობები საჩივრების დარეგისტრირების პროცესში. ამ დროისთვის ორგანიზაციის მონიტორები საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცესს აკვირდებიან.
კენჭისყრის დასრულებისას იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე, სადაც...
კრწანისის მე-5 საარჩევნო უბანზე, სადაც ექსპერიმენტის სახით, ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობდა, უბნის დახურვის შემდეგ კენჭისყრის შედეგები ცნობილი გახდა.
პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
კახა კალაძე - 253 ხმა; ნიკა მელია - 167; გიორგი გახარია - 44; ანა დოლიძე - 29; ანა ბიბილაშვილი - 16.
როგორც კრწანისის ოლქის მე-5 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ცირა ბარამიძემ განაცხადა, უბანზე რეგისტრირებულია 1 218 ამომრჩეველი, საიდანაც 548 მოქალაქემ დააფიქსირა...
„მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ ამ დროისათვის გამოვლენილია 75 ხარვეზი და სულ დაწერილია 10 საჩივარი.
დამკვირვებლისათვის უფლების შეზღუდვა ( 11 ინციდენტი)
კრწანისის 24-ე უბანზე, დამკვირვებელი ფართის სიმცირის მიზეზეით არ შეუშვეს უბანზე დაკვირვების განსახორციელებლად.
მარნეულის 79-ე უბანზე, დამკვირვებელს შეეზღუდა დაკვირვების უფლება, კერძოდ არ მიეცა ვიდეოგადაღების საშუალება.
N40 ახალქალაქის 54-ე უბანზე, დამკვირვებელს შეეზღუდა ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის გაკეთების უფლება.
N22 მარნეულის 31-ე უბანზე,...
შევნიშნეთ მცირე, უმნიშვნელო შეცდომები, რომელსაც არანაირი ზეგავლენა არ ექნება არჩევნებზე, - ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, „პოლიტიკურ კონსულტანტთა ევროპული ასოციაციის“ წარმომადგენელმა, რეინის ტოჩელოვსკისმა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საერთო შეფასებით პროცესი გამართული იყო.
„ჩვენ დავაკვირდით რამდენიმე საარჩევნო უბანს. ზოგადი სიტუაცია გახლდათ წყნარი და მშვიდი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საარჩევნო კომისიის წევრები ძალიან კარგად იყვნენ მომზადებული. ასევე, კოვიდ 19-თან დაკავშირებული რეგულაციები და...
ქუთაისში, ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ქუთაისში 92-ე უბანში, მერობის ნაწილში 5 ნომერი ლიდერობს. დეკანოიძის თქმით, პარალელურად სხვა უბნების დათვლაც მიმდინარეობს, სადაც პირველადი ინფორმაციით, ასევე ოპოზიციის საერთო კანდიდატი ლიდერობს.
"პირველი შედეგი ეს არის 92-ე უბანი, სადაც მერობის ნაწილში დამაჯერებლად ლიდერობს 5 ნომერი. 101-ით - 50. შესაბამისად ითვლება სხვა უბნებიც, მათ შორის, როგორც ჩემთვის ცნობილია, არის ძალიან ბევრი უბანი',...
დეკანოიძე: ოპოზიციის კანდიდატებს ოქმებს არ ატანენ, მიზეზად კი ქსეროქსის ფურცლების არქონას ასახელებენ
ოპოზიციის ქუთაისის მერობის საერთო კანდიდატი, ხატია დეკანოიძე Facebook-ზე წერს, რომ ოპოზიციის კანდიდატებს ოქმებს არ ატანენ, მიზეზად კი ქსეროქსის ფურცლების არქონას ასახელებენ.
"ქსეროქსის ფურცლები არ გვაქვს და ოქმებს ვერ გაგატანთო! ქუთაისი" - წერს ხატია დეკანოიძე.
„ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, მარნეულში არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება.
როგორც კახიანი განმარტავს, ინციდენტებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.
„მთელი დღე ვიმყოფებოდი მარნეულში და სრულ ინფორმაციას ვიღებდი იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა პროცესი. შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადი სურათით სიმშვიდე იყო, რამდენიმე ინციდენტი იყო, რომელიც სამწუხაროდ, შეგნებულად პროვოცირებული იყო რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების მხრიდა, თუმცა ჩვენი მხრიდან ამ ყველაფერს სიწყნარით შევხვდით, ყველა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































