დამკვირვებელი ეკა ქობესაშვილი ამბობს, რომ მარნეულის 22-ე ოლქის ერთ-ერთ უბანზე ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტინებს აზიანებენ და ნაგავში ყრიან.
მისი თქმით, ნაგვიდან 50-მდე ბიულეტინი ამოიღო.
“ჩემი დამკვირვებლად მონაწილეობის მანძილზე იმდენი სახის დარღვევა მაქვს ნანახი, რომ მეგონა აღარფერი გამიკვირდებოდა. ამ ამბავმა ყოველგვარ დარღვევას გადააჭარბა, მსგავსი არაფერი მინახავს. მარნეულის 22 ოლქის უბანზე ამდენი დამკვირვებელი თავზე ადგას კომისიის წევრებს და ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტინებს აზიანებენ და ნაგავში ყრიან. ნაგვიდან ამოვიღე დაახლოებით 50 ბიულეტინი“. – ამბობს ეკა ქობესაშვილი.