კრწანისის მე-5 საარჩევნო უბანზე, სადაც ექსპერიმენტის სახით, ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობდა, უბნის დახურვის შემდეგ კენჭისყრის შედეგები ცნობილი გახდა.
პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
კახა კალაძე – 253 ხმა; ნიკა მელია – 167; გიორგი გახარია – 44; ანა დოლიძე – 29; ანა ბიბილაშვილი – 16.
როგორც კრწანისის ოლქის მე-5 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ცირა ბარამიძემ განაცხადა, უბანზე რეგისტრირებულია 1 218 ამომრჩეველი, საიდანაც 548 მოქალაქემ დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის 43 საარჩევნო სუბიექტი იყო რეგისტრირებული. ამომრჩევლებმა 64 საკრებულოს 2 068 წევრი (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერი აირჩიეს.