IPSOS-გლობალის ეგზიტპოლების საბოლოო შედეგები: კალაძე – 40.5.%, მელია – 39.9%

653

“მთავარი არხის” დაკვეთით, Ipsos-გლობალის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების საბოლოო, 20:00 საათის შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური ჩაინიშნება.

შედეგები 20:00 საათის მონაცემების მიხედვით, ასეთია:

  • კახა კალაძე – 40.5 %
  • ნიკა მელია – 39.9 %
  • გიორგი გახარია – 8,9 %
  • ანა დოლიძე – 4.1 %
  • ანა ბიბილაშვილი – 2.5 %
  • სხვა კანდიდატები – 4.1%

თბილისის მასშტაბით პარტიული რეიტინგები კი ასეთია:

  • ქართული ოცნება – 38.5%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 31.9%
  • საქართველოსთვის – 7.7 %
  • გირჩი – მეტი თავისუფლება – 4,8 %
  • ლელო – 3,7%
  • ხალხისთვის – 2,3%
  • გირჩი – 2,2%
  • მოქალაქეები – 1,3%
  • ევროპული საქართველო – 1,0 %
  • სხვა პარტიები – 6,6%

IPSOS-მა ეგზიტპოლი შპს “მთავარი არხის” დაკვეთით, 2 ოქტომბერს, პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით, თვითადმინისტრირებული კითხვარით ჩაატარა. შესაძლო ცდომილების ფარგლები. + – 3%