ქუთაისში, ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ქუთაისში 92-ე უბანში, მერობის ნაწილში 5 ნომერი ლიდერობს. დეკანოიძის თქმით, პარალელურად სხვა უბნების დათვლაც მიმდინარეობს, სადაც პირველადი ინფორმაციით, ასევე ოპოზიციის საერთო კანდიდატი ლიდერობს.
“პირველი შედეგი ეს არის 92-ე უბანი, სადაც მერობის ნაწილში დამაჯერებლად ლიდერობს 5 ნომერი. 101-ით – 50. შესაბამისად ითვლება სხვა უბნებიც, მათ შორის, როგორც ჩემთვის ცნობილია, არის ძალიან ბევრი უბანი’, სადაც ოპოზიცია ლიდერობს დამაჯერებლად… დარწმუნებული ვარ, ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ქუთაისშ” – თქვა ხატია დეკანოიძემ.