“მრავალეროვანი საქართველო”: ამ დროისათვის გამოვლენილია 75 ხარვეზი; დაწერილია 10 საჩივარი

270

„მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ ამ დროისათვის გამოვლენილია 75 ხარვეზი და სულ დაწერილია 10 საჩივარი.

დამკვირვებლისათვის უფლების შეზღუდვა (  11 ინციდენტი)

  1. კრწანისის 24-ე უბანზე, დამკვირვებელი ფართის სიმცირის მიზეზეით არ შეუშვეს უბანზე დაკვირვების განსახორციელებლად.
  2. მარნეულის 79-ე უბანზე, დამკვირვებელს შეეზღუდა დაკვირვების უფლება, კერძოდ არ მიეცა ვიდეოგადაღების საშუალება.
  3. N40 ახალქალაქის 54-ე უბანზე, დამკვირვებელს შეეზღუდა ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის გაკეთების უფლება.
  4. N22 მარნეულის 31-ე უბანზე, დამკვირვებელს შეეზღუდა დაკვირვების უფლება, კერძოდ არ მიეცა ფოტო და ვიდეო გადაღების უფლება.
  5. N22 მარნეულის მე-14 უბანზე დამკვირვებლის მიმართ იყო დაშინების მცდელობა, მობილური ჯგუფის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.
  6. N22 მარნეულის 78-ე უბანზე დამკვირვებელს შეეზღუდა დაკვირვების უფლება.
  7. N22 მარნეულის 48-ე უბანზე, დასაც 50-ზე მეტი ამომრჩეველი უბანზე შეუშვეს პირადობის მოწმობის გარეშე, მრავალეროვანი საქართველოს, დამკვირვებელს ფაქტის გაპროტესტების გამო დაატოვებინეს უბანი.
  8. N21 გარდაბნის მე-60 უბანზე დამკვირვებელს შეეზღუდა დაკვირვების უფლება, რაც დამკვირვებლის მითითების შემდეგ თავმჯდომარის მიერ აღმოიფხვრა.
  9. N22 მარნეულის N65 უბანიდან გააძევეს დამკვირვებელი (საია), მისი უბანზე დაბრუნება მოხდა პოლიციის ჩარევით.
  10. მარნეულის N6 უბანზე მოხდა დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა და მუქარა, რადგან მან გააპროტესტა, ამომრჩევლების უბანზე ხელმეორედ შემოსვლის ფაქტები.
  11. საგარეჯოს 46-ე უბანზე დამკვირვებელს საჩივრის დაწერის გამო სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და ლანძღავდნენ კომისიის წევრები, რის შემდეგაც გააძევეს უბნიდან.

საარჩევნო უბნის არასათანადოდ მოწყობა ( 1  ინციდენტი)

  1. N40 ახალქალაქის 68-ე უბანზე კაბინები არ იყო კედლისკენ მიბრუნებული, დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ აღმოიფხვრა დარღვევა.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა ( 7 ინციდენტი)

  1. 24 დმანისის პირველ უბნაზე ორ შემთხვევაში დაირღვა კენჭისყრის ფარულობა, ამომრჩევლებმა კენჭისყრის კაბინაში ბიულეტენს გადაუღეს ფოტო.
  2. N22 მარნეულის ოლქის N74 უბანზე დაირღვა ფარულობა (კაბინა განთავსებული იყო კედელთან დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ.
  3. N24 დმანისის 20-ე უბანზე, პროფესიული ნიშნით დანიშნულმა წევრმა, კენჭისყრის კაბინაში ბიულეტენს პირადობის მოწმობასთან ერთად გადაუღო ფოტო, რითაც დაარღვია კენჭისყრის ფარულობა.
  4. დმანისის მე-20 უბანზე ამომრჩეველმა პირადობის ასლი ბიულეტენებთან ერთად მოათავსა კონვერტში და ისე ჩააგდო ყუთში.
  5. დმანისის 24-ე უბანზე, ამომრჩევლები კენჭისყრის კაბინაში ბიულეტენს და პირადობას უღებდნენ ფოტოებს, რამდენიმე მათგანს კომისიის წევრებმა აღნიშნული ფოტოები წააშლევინა.
  6. N11 საგარეჯოს N46 უბანზე დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა, კაბინაში ამომრჩეველს შეჰყვა სხვა პიროვნება.
  7. კრწანისის მე-10 უბანზე, 4 სემთხვევაში დაირღვა კენჭისყრის ფარულობა, კერძოდ ხმის დათვლის აპარატმა უკან დააბრუნა ბიულეტენი რა დროსაც შესაძლებელი გახდა დანახვა ვის სასარგებლოდ იყო ამომრჩევლის ნება გამოხატული

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ თავიანთი ფუნქციების არაჯეროვნად შესრულება ( 6 ინციდენტი)

  1. ახალქალაქის 54-ე უბანზე, რეგისტრატორს ორი კომისიის წევრი ეხმარებოდა ბეჭდის დარტყმაში და მარკირების გაკეთებაში.
  2. მარნეულის მე-2 საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრების დაგვიანებით მისვლის გამო, კენჭისყრა დაიწყო 20 წუთის დაგვიანებით.
  3. გარდაბნის 65-ე უბანზე ორ ამომრჩეველს, შეცდომით მარკირების სითხის ნაცვლად სადეზინფენქციო სითხზე დაასხურეს. აღნიშნული დარღვევა ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ იქნა აღმოჩენილი, რის შემდეგაც აღმოიფხვრა დარღვევა.
  4. მარნეულის 22-ე უბანზე, ამომრჩეველი რეგისტრატორის მითითებით, სიაში სხვის გრაფაში აწერდა ხელს, რაც ჩვენი დამკვირვებლის მიერ დროულად იქნა შემჩნეული და აღმოფხვრილი.
  5. მარნეულის 65-ე უბანზე ნაკადის მარეგულირებელი არ ამოწმებს მარკირებას.
  6. N40 ახალქალაქის 69-ე უბანზე რეგისტრატორმა ბიულეტენი გასცა პირადობის მოწმობის შემოწმების გარეშე, თავმჯდომარის მითითების საფუძველზე აღმოიფხვრა.

უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა (  9 ინციდენტი)

  1. N22 მარნეულის 78-ე უბანზე, დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების ყოფნა, რის გამოც დაიწერა საჩივარი.
  2. ახალქალაქის N 40 ოლქის უბანი N1 – უბნის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა არაუფლებამოსილი პირი, დამკვირვებლის მითითების საფუძველზე თავმჯდომარემ გააძევა უბნიდან.
  3. N40 ახალქალაქის მე-12 უბანზე ერთი და იგივე პიროვნების არაერთხელ შემოყვანის მცდელობა.
  4. N40 ახალქალაქის 38-ე უბანზე დაფიქსირდა სამი არაუფლებამოსილი პირის ყოფნა. რომლებიც არაერთი მოწოდების მიუხედავად არ ტოვებენ უბანს.
  5. N21 გარდაბნის 58-ე უბანზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების სისტემატიური გადაადგილება.
  6. N40 ახალქალაქის 38-ე უბანზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების ყოფნა რაზეც მრავალეროვანმა საქართველომ დაწერა საჩივარი.
  7. N6 სამგორის N75 უბანზე იმყოფებოდა სხვა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, რომელმაც კომისიის წევრებს მისცა გარკვეული მითითებები.
  8. N22 მარნეულის N1 უბანზე იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი (მაჟორიტარი კანდიდატი).
  9. ახალციხის მე-11 უბანზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პორების ყოფნა.

მარკირების წესის დარღვევა ( 3 ინციდენტი)

  1. N22 მარნეულის მე-60 უბანზე, ამომრჩეველს არ გაუკეთდა მარკირება, დამკვირვებლის მოთხოვნის საფუძველზე ხარვეზი აღმოიფხვრა.
  2. N21 გარდაბნის 58-ე უბანზე, რეგისტრატორმა ერთ პირს არ გაუკეთა მარკირება, რაზეც დამკვირვებელმა მისცა შენიშვნა, აღნიშნული ხარვეზი აღმოიფხვრა, მაგრამ მან მოგვიანებით კვლავ არ გაუკეთა სხვა ამომრჩეველს მარკირება.
  3. N21 გარდაბნის N59-ე უბანზე სამ ამომრჩეველს არ გაუკეთდა მარკირება.

მარკირების არ შემოწმება (სულ 3 ინცინდენტი)

  1. მარნეულის N 22 ოლქის N 6 უბანი – სამ შემთხვევაში მარკირებას არ ამოწმებდა ნაკადის მარეგულირებელი, დამკვირვებლის მითითების საფუძველზე თავმჯდომარემ გასცა შესაბამისი მითითება.
  2. საგარეჯოს მე-40 უბანზე ნაკადის მარეგულირებელი არ ამოწმებდა პირადობის მოწმობა, დამკვირვებლის მითითების შემდეგ მან სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დატოვა უბანი.
  3. N22 მარნეულის მე-6 უბანზე ნაკადის მარეგულირებელმა 5-ჯერ არ შეამოწმა მარკირება.

ხმის მიცემა არაერთგზის ( 7 ინციდენტი)

  1. N22 მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველს რომელსაც ჰქონდა გაკეთებული მარკირება უფლება მისცეს კენჭისყრაში მიეღო მონაწილეობა, რაზეც დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი.
  2. მარნეულის 79-ე უბანზე ამომრჩეველმა განმეორებით მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.
  3. N 22 მარნეულის 88-ე საარჩევნო უბანზე, ხუთმა პირმა განმეორებით მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა, რაზეც დაიწერა საჩივარი, კენჭისყრის პროცესის შეწყვეტის მოთხოვნით.
  4. N 22 მარნეულის 79-ე საარჩევნო უბანზე, დაფიქსირდა განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობა, რაზეც დაიწერა საჩივარი, კენჭისყრის პროცესის შეწყვეტის მოთხოვნით.
  5. ახალქალაქის 27-ე უბანზე კომისიის პროფესიულა წევრმა – ხალიკ ბაბაჯანიანმა მეორედ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.
  6. N22 მარნეულის N1 უბანზე ამომრჩეველი ცდილობდა ხელმეორედ მიეღო მონაწილეობა კენჭისყრაში, თავმჯდომარის მიერ აღმოიფხვრა დარღვევა.
  7. მარნეულის N6 უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლების ხელმეორედ შემოსვლის ფაქტები.

სათანადო დოკუმენტაციის გარეშე ხმის მიცემა/მცდელობა ( 3 ინციდენტი)

  1. N40 ახალქალაქის 54-ე უბანზე, ნაკადის მარეგულირებელმა ამომრჩეველი შემოუშვა პირადობის მოწმობის გარეშე, ხოლო რეგისტრატორმა ასევე პირადობის გარეშე გაუკეთა მარკირება, დამკვირვებლის მოთხოვნის საფუძველზე, არ ამ პირს არ მიეცა კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალება.
  2. N22 მარნეულის 48-ე უბანზე, დასაც 50-ზე მეტი ამომრჩეველი უბანზე შეუშვეს პირადობის მოწმობის გარეშე, მრავალეროვანი საქართველოს, დამკვირვებელს ფაქტის გაპროტესტების გამო დაატოვებინეს უბანი.
  3. N22 მარნეულის N55-ე უბანზე ერთმა ამომრჩეველმა მართვის მოწმობით განახორციელა ხმის მიცემა.

აგიტაციის წარმოება საარჩევნო უბანზე ( 2 ინციდენტი)

  1. ნინოწმინდის მე-18 უბანზე, ამომრჩევლის მიერ ადგილი ჰქონდა აგიტაციას, კერძოდ ის ადგილზე იმყოფებოდა ქართული ოცნების ,,კეპით“. დამკვირვებლის მოწოდების შემდეგ დატოვა უბანი თუმცა გააგრძელა უბნის ტერიტორიაზე გადაადგილება.
  2. N40 ახალქალაქის N68-ე უბანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართული ოცნების დეპუტატი ატარებდა აგიტაციას, შეკრებილი იყო 30 ამდე პირი, დამკვირვებლის მოწოდების საფუძველზე დატოვეს უბნის მიმდებარე ტერიტორია.

სიტყვიერი დაპირისპირება ( 1 ინციდენტი)

  1. N21 გარდაბნის 58-ე უბანზე, უწყვეტად მიმდინარეობს კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს შორის დაპირისპირება, ვინაიდან უბანზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების სისტემატიური გადაადგილება, რასაც დამკვირვებლები აპროტესტებენ.

გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები( 2 ინციდენტი)

  1. N6 სამგორის 75-ე უბანზე, გადასატანი ყუთის სიაში მყოფ ამომრჩეველს, მას შემდეგ რაც მან სიაში გააკეთა ხელმოწერა, კომისიის წევრმა არ მისცა უფლება, კენჭისყრის განხორციელების უფლება, მისი განმარტებით არ არის შერაცხადი.
  2. მარნეულის 65-ე უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთი უბანზე დაბრუნდა ლუქის გარეშე.

ბიულეტენების ჩაყრა/ჩაყრის მდელობა (1 ინციდენტი)

  1. N22 მარნეულის N 65-ე უბანზე ადგილი ჰქონდა ბიულეტენების ჩაყრის მცდელობას, დამკვირვებელს არ აძლევდნენ უბანზე თავისუფლად გადაადგილების საშუალებას, აღმოიფხვრა დამკვირვებლის მითითების საფუძველზე.

სხვა(სულ 19 ინცინდენტი)

  1. ახალქალაქის 27-ე უბანზე, კომისიის თავმჯდომარემ, თვითნებურად, საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეთანხმების გარეშე, საარჩევნო უბანი გადაიტანა სხვა ტერიტორიაზე, მისი განმარტებით, რომ უბნის სახურავის ჩამოვარდნის საფრთხე არსებობდა .
  2. გარდაბნის მე-11 უბანზე, საკონტროლო ფურცელი ყუთში ჩააგდეს მას შემდეგ, რაც ორმა ამომრჩველმა უკვე განახორციელა კენჭისყრაში მონაწილეობა.
  3. გარდაბნის მე-60 უბანზე პარტიის წარმომადგენელი იმყოფებოდა ბეიჯის გარეშე, დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა.
  4. კრწანისის მე-3 უბანზე, ამომრჩეველმა ბიულეტებში მხოლოდ ერთი გრაფა შეავსო და უბანი დატოვა.
  5. გარდაბნის 61-ე უბანზე, ამომრჩეველს კენჭისყრაში დაეხმარა ამომრჩეველი რომელიც არ იყო რეგისტრირებული აღნიშნულ უბანზე.
  6. N21 გარდაბნის მე-11 უბანზე, არაუფლებამოსილ პირს – სოფლის რწმუნებულს გადასატანი საარჩევნო ყუთისთვის გაატანეს 12 სპეციალური კონვერტი, რომელიც დამკვირვებლის მოთხოვნის საფუძველზე უკანვე დააბრუნეს.
  7. N41ნინოწმინდის მე-60 უბანზე, არ ხდებოდა სადემონსტრაციო ოქმის შევსება, დამკვირვებლის მითითების შემდგომ ხარვეზი აღმოიფხვრა.
  8. N21 გარდაბნის მე-11 უბანზე, ამომრჩეველი, რომელიც სიის მიხედვით იმყოფებოდა საზღვარგარეთ, არ მიეცა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.
  9. N4 კრწანისის 22-ე უბანზე, ამომრჩეველს კენჭისკრის კაბინაში დასახმარებლად შეყვა დამლაგებელი.
  10. N4 კრწანისის მე-18 და მე19 უბნის ტერიტორიებზე შეინიშნებოდა ხალხმრავლობა რაც დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღმოიფხვრა.
  11. N22 მარნეულის 31-ე უბანზე, სპეციალურ სიაში, უბნის გახსნის დროს მითითებული იყო 17 ამომრჩეველი, ხოლო მოგვიანებით აღმოჩნდა 12 ამომრჩეველი.
  12. კრწანისის N4 ოლქი, მე-5 უბანზე სადემონსტრაციო ოქმში არ იყო შეტანილი მიღებული ბიულეტენების რაოდენობა, დამკვირვებლის სიტყვიერი მითითების შემდეგ თავმჯდომარემ დარეკა ოლქში და გაარკვია რომ 1 050 მიიღო. (1 218 ამომრჩეველი ძირითად სიაში).
  13. ახალქალაქის 59-ე უბანზე სამი კომისიის წევრი იდგა ყუთის გარშმო.
  14. N4 კრწანისის მე-5 უბანზე, 17 საათის მონაცემებით არ დაემთხვა ხელმოწერების და გაცემული ბიულეტენების რაოდენობა.
  15. მარნეულის მე-12 უბანზე ამომრჩეველს ჰქონდა სხვის ნაცვლად ხმის მიცემის მცდელობა, რაც მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა აღკვეთა.
  16. N25 წალკის N3 უბანზე ორმა ამომრჩეველმა ბიულეტენი საარჩევნო ყუთის ნაცვლად საწერი კალმებისათვის განკუთვნილ ყუთში ჩააგდო, ერთ ერთმა უბანი დატოვა, ხოლო მეორე ამომრჩეველს კომისიის წევრებმა მისცეს უფლება ხელმეორედ მიეღო მონაწილეობა კენჭისყრაში.
  17. მარნეულის 88-ე უბანზე დამკვირვებელს უარი უთხრეს საჩივრის დარეგისტრირებაზე.

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის პროგრამას, რომელიც მოიცავს როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგს.

არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა მოიცავს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ 21 საარჩევნო ოლქს სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში, ასევე ქ. თბილისში: ნინოწმინდის # 41, ახალქალაქის # 40, ახალციხის 37, ასპინძის # 39, ადიგენის # 38, ბორჯომის # 36, გარდაბნის # 21, მარნეულის # 22, ბოლნისის # 23, დმანისის # 24, წალკის # 25, თეთრიწყაროს # 26, საგარეჯოს # 11, ახმეტის # 18, ლაგოდეხის 15, ყვარლის 16, კასპის 30, მცხეთის # 27, კრწანისის # 4, ისნისა # 5 და სამგორის # 6 საარჩევნო ოლქებს.

სადამკვირვებლო პროგრამა ხორციელდება 327 მოკლევადიანი, მათ შორის 240 საუბნო, 65 მობილური ჯგუფის, 21 საოლქო საარჩევნო კომისიისა და 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებლის მეშვეობით.