ცესკოს ვებგვერდზე შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

517

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.

ამ დროისთვის მერის არჩევნების შედეგებიდან თბილისის და ფოთის თითო-თითო ოქმია დადებული. თბილისში, გლდანის მეათე ოლქის 114-ე უბანი კახა კალაძემ მოიგო, ხოლო 70-ე ფოთის ოლქის 35-წ უბანი გიგი უგულავამ მოიგო.

რაც შეეხება თვითმმართველ თემებს, აქ გამოქვეყნებულია გურჯაანის, ლაგოდეხის, თიანეთის, გარდაბნის, მცხეთის, კასპის, ხაშურის, ლენტეხის, საჩხერის, სამტრედიის, ხონის, ტყიბულის, მარტვილის, ხობის, ქობულეთის, შუახევისა და ხულოს თითო, დმანისის და მესტიის ორ-ორი, ბოლნისის და ნინოწმინდის 4-4 და ახალქალაქის 7 უბნის შედეგები.

გამოქვეყნებულია უკვე რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნების შემაჯამებელი ოქმებიც.

ცესკოს ინფორმაციით, პირველადი შედეგები არჩევნების დასრულებიდან 7-8 საათში გამოქვეყნდება.