არჩევნებში მონაწილოება მიიღო 1 815 776-მა ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,92-ია – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, კენჭისყრის პროცესმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩატარდა.
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის 43 საარჩევნო სუბიექტი იყო რეგისტრირებული. ამომრჩევლებმა 64 საკრებულოს 2068 წევრი (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერი აირჩიეს.