შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!
თვითმმართველობა ბევრისთვის გაუგებარი სიტყვაა, მაგრამ ის ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე პირდაპირ ახდენს გავლენას. ეს ქვიზი დაგეხმარება, შეამოწმო, რამდენად კარგად იცნობ სისტემას, რომელიც შენი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებაზე უნდა ზრუნავდეს.
დავიწყოთ!
ავტორი: მაგდა პოპიაშვილი
დანია რომ წლებია, ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სიაში ერთ-ერთი პირველია, ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ოდესმე გიფიქრიათ, რატომ? - პასუხი, ალბათ, სახელმწიფო მოწყობის სისტემაში უნდა ვეძებოთ. უპირველესად კი, ძლიერ ადგილობრივ თვითმმართველობაში, რომელიც მაღალი სტანდარტების სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს და სადაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეები მონაწილეობენ.
დანიაში მოქალაქეების სიმშვიდესა და ცხოვრების ხარისხს სწორედ ასეთი ძლიერი საყრდენი აქვს - განვითარებული, თვითკმარი და...
ავტორი: მაგდა პოპიაშვილი
რას იტყოდით, თუ გაიგებდით, რომ ამერიკის ერთ პატარა სოფელში, ტეხასის მზიან მინდვრებს შორის, ერთ დღეს მერი გახდა 11 წლის ბავშვი და რომ მან მთელი თავისი თემი უკეთესი ცხოვრების იმედით აავსო?
ეს არ არის ზღაპარი - ეს არის ბრაიან ციმერმანის დაუჯერებელი, მაგრამ ნამდვილი ისტორია.
კრაბი - სოფელი, რომელიც ცვლილებებს ითხოვდა
ტეხასის მიწაზე, უზარმაზარი მეგაპოლისის - ჰიუსტონის მახლობლად, არის ასეთი ადგილი -...
"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მეთექვსმეტე მუხლში, რომელიც, მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებთან ერთად, ნებაყოფლობითი უფლებამოსილების სფეროებსაც ადგენს, საქართველოს პარლამენტმა ცვლილება შეიტანა და ტერმინი - "გენდერული თანასწორობა" სიტყვებით - "ქალისა და მამაკაცის თანასწორობა" ჩაანაცვლა.
კერძოდ, ცვლილების თანახმად, თუ აქამდე მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი იყო, განეხორციელებინა პროექტები და პროგრამები გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის, ამიერიდან ეს პროექტები ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობისკენ უნდა იყოს მიმართული.
ცვლილება, ერთი შეხედვით, ტერმინოლოგიური ხასიათისაა,...
ავტორები: მაგდა პოპიაშვილი, ვაკო ნაცვლიშვილი
811 მეეზოვე, 119 დამხმარე გზების მოვლა-პატრონობაში, კეთილმოწყობის, გამწვანებისა და დასუფთავების 114 თანამშრომელი - ეს იმ სამუშაო ადგილების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველებისთვის შექმნა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი იმერეთის რეგიონში ტერიტორიულად ყველაზე დიდი, მაგრამ, ამავდროულად, ყველაზე ღარიბი მუნიციპალიტეტია. მისი ბიუჯეტი, ძირითადად, ცენტრიდან მიღებული ტრანსფერებით ივსება და შესაბამისად, მთლიანად ცენტრალურ...
ავტორი: მაგდა პოპიაშვილი
სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე გაუმჭვირვალე სახელმწიფო პროგრამად. მუნიციპალური ორგანოებიდან ინფორმაციის მიღების არაერთმა მცდელობამ ცხადყო, რომ პროგრამასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მონაცემები დახურული და ხელმიუწვდომელია.
მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრი, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგს ხუთ მუნიციპალიტეტში - რუსთავში, ნინოწმინდაში, გორში, ხარაგაულსა და ოზურგეთში აწარმოებს. ორგანიზაციამ აღნიშნული მუნიციპალიტეტების მერიებს...
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ 2022 წელს დაიწყო საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სოციალურად დაუცველ პირებს საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულება 300 ლარის ოდენობით უნაზღაურდებათ, ასევე უნარჩუნდებათ სოციალური დახმარება 4 წლის ვადით.
როგორ ფიქრობთ, რეალურად რას ემსახურება ეს პროგრამა?
ავტორი: მაგდა პოპიაშვილი
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა, სოციალურად დაუცველთა მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი ღია შრომის ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობა უნდა უზრუნველეყო, ხელისუფლებამ პოლიტიკური ზეწოლისა და ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე ზემოქმედების ინსტრუმენტად აქცია, - ასე ფიქრობენ დარგის ექსპერტები და მკვლევრები, ვინც ამ პროგრამას, მისი დაწყებიდან დღემდე იკვლევენ, სწავლობენ და სახელმწიფო სტრუქტურებსა თუ საზოგადოებას რეკომენდაციებს სთავაზობენ.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული...
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულებს მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრი სთავაზობს, მონაწილეობა მიიღონ ანონიმურ კვლევაში, რომელიც მიზნად ისახავს მათი უფლებების დაცვასა და სამუშაო გამოცდილების უკეთ გააზრებას. კვლევა ტარდება რამდენიმე მუნიციპალიტეტში - რუსთავში, გორში, ნინოწმინდში, ხარაგაულსა და ოზურგეთში და მისი ამოცანაა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულთა გამოცდილებისა და საჭიროებების უკეთ გაგება.
კვლევაში მონაწილე ბენეფიციარების ანონიმურობა დაცულია, რაც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას. ბენეფიციარებს შეუძლიათ, გამოხატონ საკუთარი...
2022 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო ახალი სოციალური პროგრამა - „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“, რომელიც მიზნად ისახავს სიღარიბის შემცირებასა და სოციალურ შემწეობებზე დამოკიდებულების შეზღუდვას. პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველ პირებს საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულება 300 ლარის ოდენობით უნაზღაურდებათ, ასევე უნარჩუნდებათ სოციალური დახმარება 4 წლის ვადით.
მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა უკვე მესამე წელია მიმდინარეობს, მისი რეალური შედეგები და პროცესი გაუმჭვირვალეა. სტატისტიკური მონაცემებით, 2022-2023...
ავტორი: ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი
მოქალაქეთა თვითორგანიზების, თვითმოქმედებისა და შეკავშირების ფორმების ანუ გაერთიანებების შესწავლასა და ანალიზს გერმანიაში დღეს საკამოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კვლევა მიმდინარეობს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე. შემდეგ კავშირებისა და ინტერესთა ჯგუფების მხარდასაჭერი არაერთი კერძო თუ სახელმწიფო, კომუნალური პროგრამა სწორედ ამ კვლევებს ეყრდნობა. მოქალაქეთა მონაწილეობასა და ჩართულობას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სახელმწიფო მხოლოდ მიესალმება....
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოჯახების დიდი ნაწილის შემოსავლები ეფუძნება დაბალანაზღაურებად სამუშაოს. შესაბამისად, უჭირთ ხარჯების დაფარვა, ვერ აკეთებენ დანაზოგებს და იძულებულნი ხდებიან, აიღონ სესხები; აქ მოსახლეობის ძირითადი დამსაქმებელი საჯარო სექტორია და მოსახლეობას აქვს განცდა, რომ დასაქმება და კარიერული განვითარება მნიშვნელოვნად არის განპირობებული პარტიული მიკუთვნებულობით; კერძო სექტორში კი, რომელიც, ძირითადად, მსხვილი ბიზნესის სახით არის წარმოდგენილი, ანაზღაურება არ არის გაწეული სამუშაოს პროპორციული და არსებული...
იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს, მიიღოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ხოლო მოქალაქეებს, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებენ ამ მოვლენებს, კვლავ სასტიკად არბევს და უკანონოდ აკავებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გადაწყვიტა, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფებთან განიხილოს სტრატეგიის 2024-2025 სამოქმედო გეგმა.
აღნიშნული სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში შევდივართ ის ორგანიზაციებიც, რომლებიც, საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის მიღების შემთხვევაში, გამოვცხადდებით უცხოური ძალის...
ასოციაცია "დეას" საინიციატივო ჯგუფებმა ზუგდიდის, ფოთისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში 2023 წლის რამდენიმე საბიუჯეტო პროგრამა შეისწავლეს და სამივე მუნიციპალიტეტში, განსხვავებულ გამოწვევებთან ერთად, საერთო ხასიათის პრობლემებიც გამოკვეთეს: ერთი, რომ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფები მუნიციპალური სერვისებით ხშირად კმაყოფილები არ არიან და მეორე - რაც უფრო დაშორებულია სოფელი მუნიციპალურ ცენტრს, მით უფრო დაბალია ინფორმირებულობის დონე; შესაბამისად, ამ ჯგუფებისთვის მუნიციპალური პროგრამები ნაკლებად ხელმისაწვდომია.
სამოქალაქო აქტივიზმის პროექტი...
"ჩაერთე და მართე" – 2023 წელს ამ დევიზით გაგრძელდა ასოციაცია "დეას" სამოქალაქო აქტივიზმის პროექტი სამეგრელოს სამ მუნიციპალიტეტში. ამჯერად, ზუგდიდის, ფოთისა და წალენჯიხის თვითმმართველობებს, 6 ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის სახელით, გაეგზავნათ იმ საჭიროებების ჩამონათვალი, რომლის გადაჭრაც ყველაზე პრიორიტეტულად ჩაითვალა და მოლოდინია, რომ 2024 წელს წინადადებების ნაწილის გათვალისწინება მაინც მოხდება.
მანამდე კი, ამ 6 ადმინისტრაციულ ერთეულში ასოციაცია "დეამ" თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































