ქარელის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", ზაზა გულიაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე მიღებული შედეგით უკმაყოფილოა და ამის გამო, ადგილობრივ მოსახლეობას აკრიტიკებს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
როგორც გულიაშვილმა თქვა, ქარელში "აღმოჩნდნენ" ადამიანები, რომლებსაც მუნიციპალიტეტის განვითარება და წინ სვლა "არ სურთ".
"ჩემდა გასაკვირად, აღმოჩნდნენ ქარელის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელსაც არ სურს მუნიციპალიტეტის განვითარება, წინ სვლა, წარმატება და ასევე მთლიანად ქვეყანაში წინსვლისა და...
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ "ნაცმოძრაობა" მეორე ტურს 20-ვე მუნიციპალიტეტში გამანადგურებელი შედეგით წააგებს.
"ძალიან მარტივია პროგნოზირება, ბავშვებიც გააკეთებენ ამის პროგნოზს, რომ 30 ოქტომბერს, ანუ მაშინ, როდესაც სავარაუდოდ, დაინიშნება მეორე ტური, ოცივე მუნიციპალიტეტში გამანადგურებელი შედეგით წააგებს ნაცმოძრაობა. არავითარი სხვა მოლოდინი არ გვაქვს. ბოლომდე მივიყვანთ საქმეს იმისთვის, რომ არჩევანი, რომელიც გუშინ ხალხმა გააკეთა, ბოლომდე მივიდე," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა "იმედის" ეთერში.
თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ მეორე ტურის საარჩევნო კამპანიაში სხვადასხვა პარტიების წევრები ჩაერთვებიან.
"მთავარი არხის" გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ნიკა მელიამ კოალიციური მთავრობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა და თქვა, რომ ყველა ძირითად პარტიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ "30 ოქტომბრის გამარჯვებაში მონაწილეობა მიიღოს".
ნიკა მელიას თქმით, სხვა პარტიის წევრებთან კონსულტაციები უახლოეს დღეებში გაიმართება.
"ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ დავაკომპლექტოთ. ეს...
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან პენსია იზრდება.
კერძოდ, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის გასაცემელი თანხა 20 ლარით - 260 ლარამდე გაიზრდება.
ამავე კანონის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია 25 ლარით იზრდება და 2022 წლის იანვრიდან 300 ლარი იქნება.
რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერებს, პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის გახდება 312 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის...
მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ლაშა ქველაძე და მისი მამა გივი ქველაძე დააკავეს. მამა-შვილს პარტიის ოფისიდან გამოსვლის შემდეგ გზაზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟმა გზა გადაუჭრა - ავტომობილიდან ჩამოსვლა უბრძანეს და აიყვანეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
დაკავებულების ნათესავები ყვებიან, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გომელაურის უწყება მამა-შვილს სადამსჯელო ოპერაციას უწყობს. დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს გივი ქველაძე, თუმცა მისი შვილი, ოპოზიციის წევრი, ისევ განყოფილებაში...
ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ქუთაისის მერის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა, სადაც ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა ოპოზიციის საერთო კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ მიიღო.
წულუკიანი ამბობს, რომ ქუთაისი "კაციჭამიების ხელში არ უნდა ჩავარდეს" და ამომრჩევლებს მეორე ტურზე "უპრეცედენტო მობილიზაციისკენ" მოუწოდებს.
"მინდა მეორე ტურში უპრეცედენტო მობილიზაციისკენ მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს, იმიტომ, რომ ქუთაისი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ქალაქია, აკვანი ქართული კულტურის და ბევრი დიდი ადამიანის...
წინა სტატია
არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის ENEMO-ს წინასაარჩევნო კამპანიის ანალიტიკოსის მომცილო რადულოვიჩის შეფასებით, თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის კამპანიაში, რამაც რესურსების უთანასწორობასთან და სახელმწიფო ხარჯებით დაფინანსებული ეროვნული თუ ადგილობრივი პროექტების პრეზენტაციებთან ერთად, შექმნა უთანასწორო პირობები, უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა მმართველი პარტია და ბუნდოვანი გახადა ხაზი სახელმწიფოსა და პარტიას შორის.
მისივე განმარტებით, წინასაარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა მაღალი პოლარიზაციით ქვეყანაში ზოგადი მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციის...
მეორე ტურში ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთან - ჩვენ ვირჩევთ, თანამშრომლობას ცვლილებებისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა ობოლაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ტოტალური მოსყიდვისა და დაშინების მიუხედავად, იმაზე მეტმა ადამიანმა უთხრა უარი „ქართულ ოცნებას", ვიდრე მოსალოდნელი იყო.
„თბილისში მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურში ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა ოპოზიციასთან. ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ დავაყენებთ წარსულს მომავალზე...
თავიდანვე ვვარაუდობდით, რომ ფოთში მეორე ტური იქნებოდა, - ამის შესახებ ფოთში ოპოზიციის მერობის შეთანხმებულმა კანდიდატმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მან მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ მეტი შანსი აქვს, აუხსნას მოსახლეობას თუ რატომ არის დამღუპველი ოლიგარქია.
მისივე თქმით, ქვეყანას სამარცხვინო ცენტრალური კომისია ჰყავს.
„ჩვენ ვნახეთ, რომ სრულიად სამარცხვინო ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო ადმინისტრაცია გვყავს. პრაქტიკულად მათ ადამიანები, საკუთარი თანამშრომლები გაწირეს იმისთვის, რომ 24...
ზუგდიდის 45-წევრიან საკრებულოს უმრავლესობით სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ დააკომპლექტებს.
ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდში 14 მანდატი პროპორციული წესით აიღო, ხოლო 15 მაჟორიტარული ოლქიდან საკრებულოში 9 მაჟორიტარი შეიყვანა. ჯამში, წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ 23 მანდატი აქვს მიღებული.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ შედეგებს, პარტიამ ზუგდიდში 13 მანდატი პროპორციული წესით აიღო და 5 მაჟორიტარული ოლქი მოიგო. შესაბამისად, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“...
პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში ჩუღურეთის 34-ე საარჩევნო უბანზე სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი დარღვევა დააფიქსირეს. მისივე თქმით, ანა დოლიძის პარტიამ ცესკოში დაახლოებით 30 საჩივარი წარადგინა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ძალიან სერიოზული დარღვევებითა და ხარვეზებით ჩატარდა. ეს დარღვევები არამარტო კამპანიის განმავლობაში იყო არამედ, არჩევნების დაწყებამდე, ასევე თავად საარჩევნო დღეს და განსაკუთრებით ხმების დათვლის დრო. როგორც ჩანს, კონკრეტული განზრახვა იყო, რომ ჩვენთვის, კონკრეტულად...
არსებული რთული პოლიტიკური და პოლარიზებული წინასაარჩევნო გარემოს მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ, სამართლიან, უსაფრთხო და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნისთვის ეს დღეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას და დატვირთვას იძენს, რამეთუ ჩვენკენ არის მომართული ჩვენი პარტნიორების და მეგობრების ყურადღება.
„ჩატარებული არჩევნები ხვალინდელი დღისთვის ბევრი რამის განმაპირობებელი და...
მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს პროცესში ჩართულობისა და დაკვირვებისთვის - ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ და გავითვალისწინებთ მათ მიერ გამოთქმულ რეკომენდაციებს არჩევნების მეორე ტურისთვის, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლი და შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის და საარჩევნო პროცესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ, რომელშიც შედიან ეუთო/ოდირის, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს კონგრესის წარმომადგენლები, 2 ოქტომბრის...
სამართლებრივი ჩარჩოს ცვლილება არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, არ არის რეკომენდებული პრაქტიკა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცვლილებები არსებითი ხასიათისაა, - ამის შესახებ არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციათა ევროპული ქსელის (ENEMO) სამართლებრივმა ანალიტიკოსმა კრისტინა ჩებესმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან განმარტა, სამართლებრივი ჩარჩოს არსებითი ცვლილება არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ნეგატიურად მოქმედებს სამართლის სტაბილურობაზე და ამავე დროს, დამატებით ტვირთს აკისრებს არჩევნების მართვის ორგანოებს. შესაბამისად, კრისტინა ჩებესი მიიჩნევს,...
ბათუმში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის, გიორგი კირთაძის განცხადებით, ბათუმში „ქართული ოცნება“ ბოლომდე დამარცხდა და ბათუმის საკრებულოს უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს.
როგორც კირთაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ბათუმის 35-კაციან საკრებულოში 19 მანდატი არის ოპოზიციის, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება.
„43%-ზე მეტი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ არანაირად არ აქვს საქართველოში, დანარჩენი პროცენტები არის დაშინებით, შანტაჟით და მოსყიდვით შევსებული. 100-ზე მეტი საჩივარი მხოლოდ ჩვენს...
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნება“ ქუთაისის საკრებულოში ოპოზიციასთან შედარებით, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი წევრის უპირატესობით იქნება წარმოდგენილი.
წინასწარი შედეგების მიხედვით, ქუთაისის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 18 მანდატი ექნება, მათგან 13 წევრს პარტიული სიიდან შეიყვანს, ხოლო 5 დეპუტატი მაჟორიტარული ოლქებიდან არის არჩეული.
რაც შეეხება დანარჩენ 17 მანდატს, ის სავარაუდოდ, შემდეგნაირად განაწილდება: „ნაციონალური მოძრაობა“ – 14 მანდატი (12 პარტიული სიით, 2 მაჟორიტარი),“გიორგი გახარია -...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































