ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობით სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ დააკომპლექტებს

426

ზუგდიდის 45-წევრიან საკრებულოს უმრავლესობით სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ დააკომპლექტებს.

ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდში 14 მანდატი პროპორციული წესით აიღო, ხოლო 15 მაჟორიტარული ოლქიდან საკრებულოში 9 მაჟორიტარი შეიყვანა. ჯამში, წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ 23 მანდატი აქვს მიღებული.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ შედეგებს, პარტიამ ზუგდიდში 13 მანდატი პროპორციული წესით აიღო და 5 მაჟორიტარული ოლქი მოიგო. შესაბამისად, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მანდატები ზუგდიდში 18-ს შეადგენს.

ამასთან, 3 დეპუტატით ზუგდიდის საკრებულოში გახარიას პარტია შედის.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდში ერთ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატები მიიღებენ.