ღარიბაშვილი: “ნაცმოძრაობა” მეორე ტურს 20-ვე მუნიციპალიტეტში გამანადგურებელი შედეგით წააგებს

265

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ “ნაცმოძრაობა” მეორე ტურს 20-ვე მუნიციპალიტეტში გამანადგურებელი შედეგით წააგებს.

“ძალიან მარტივია პროგნოზირება, ბავშვებიც გააკეთებენ ამის პროგნოზს, რომ 30 ოქტომბერს, ანუ მაშინ, როდესაც სავარაუდოდ, დაინიშნება მეორე ტური, ოცივე მუნიციპალიტეტში გამანადგურებელი შედეგით წააგებს ნაცმოძრაობა. არავითარი სხვა მოლოდინი არ გვაქვს. ბოლომდე მივიყვანთ საქმეს იმისთვის, რომ არჩევანი, რომელიც გუშინ ხალხმა გააკეთა, ბოლომდე მივიდე,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა “იმედის” ეთერში.