2022 წლის იანვრიდან პენსია იზრდება

300

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან პენსია იზრდება.

კერძოდ, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის გასაცემელი თანხა 20 ლარით – 260 ლარამდე გაიზრდება.

ამავე კანონის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია 25 ლარით იზრდება და 2022 წლის იანვრიდან 300 ლარი იქნება.

რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერებს, პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის გახდება 312 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის – 360 ლარი.