“ქარელში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც განვითარება არ სურთ” – “ოცნების” კანდიდატი არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა

258

ქარელის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, ზაზა გულიაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე მიღებული შედეგით უკმაყოფილოა და ამის გამო, ადგილობრივ მოსახლეობას აკრიტიკებს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

როგორც გულიაშვილმა თქვა, ქარელში “აღმოჩნდნენ” ადამიანები, რომლებსაც მუნიციპალიტეტის განვითარება და წინ სვლა “არ სურთ”.

“ჩემდა გასაკვირად, აღმოჩნდნენ ქარელის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელსაც არ სურს მუნიციპალიტეტის განვითარება, წინ სვლა, წარმატება და ასევე მთლიანად ქვეყანაში წინსვლისა და წარმატების დანახვა. მოლოდინი გვქონდა, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდით, მაგრამ შედეგი შედეგია, ესეც დემოკრატიის ნიშანია, რომ ხალხმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ვემზადებით მეორე ტურისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ”, – თქვა გულიაშვილმა.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა გადალახა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. ზაზა გულიაშვილს, რომელმაც ხმების 45.77%, მეორე ტურში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატთან, ნიკოლოზ ახალკაცთან (34.07%) მოუწევს დაპირისპირება.

შეგახსენებთ, ზაზა გულიაშვილის შესახებ “მთავარმა არხმა” რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გულიაშვილი საქონლის ქურდობისთვის არის ნასამართლევი და მას ქარელში მეტსახელად “ჩლიქოსანათი” იცნობენ.