ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნება“ ქუთაისის საკრებულოში ოპოზიციასთან შედარებით, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი წევრის უპირატესობით იქნება წარმოდგენილი.
წინასწარი შედეგების მიხედვით, ქუთაისის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 18 მანდატი ექნება, მათგან 13 წევრს პარტიული სიიდან შეიყვანს, ხოლო 5 დეპუტატი მაჟორიტარული ოლქებიდან არის არჩეული.
რაც შეეხება დანარჩენ 17 მანდატს, ის სავარაუდოდ, შემდეგნაირად განაწილდება: „ნაციონალური მოძრაობა“ – 14 მანდატი (12 პარტიული სიით, 2 მაჟორიტარი),“გიორგი გახარია – საქართველოსთვის – 2 მანდატი, გიორგი ვაშაძის პარტია – 1 მანდატი.