მხოლოდ 2 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე, "ქართულმა ოცნებამ" შემოწირულობის სახით, ფიზიკური პირებისგან 7 350 505 ლარი, ხოლო კომპანიებისგან 460 500 ლარი მიიღო - ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, რამდენიმე კომპანიის მიერ გაღებული ფულადი შემოწირულობა ემთხევევა იმავე პერიოდში ელექტრონულ ტენდერებში მათ გამარჯვებას და მსხვილი ხელშეკრულებების გაფორმებას სახელმწიფო სტრუქტურებთან.
კერძოდ, კომპანიებმა რომელთაც მმართველ პარტიას 2021 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვეში 67,000 ლარი, შესწირეს, ამავე პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებიდან 7,997,447...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში „ჯონსონ ენდ ჯონსონის" ვაქცინის მოწოდება შეჩერდა.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქვეყნაში მხოლოდ სამი ვაქცინის ადმინისტირება მიმდინარეობს.
„სამწუხაროდ, „ჯონსონ ენდ ჯონსონის" ვაქცინის მოწოდება შეჩერდა გარკვეული მიზეზების გამო. ამ ეტაპზე, მხოლოდ სამი ვაქცინის ადმინისტირებას გავაკეთებთ, ეს არის „ფაიზერი", „სინოფარმი" და „სინოვაკი", - აღნიშნავს გამყრელიძე.
დღესვე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ „ასტრაზენეკას" პირველ დოზებზე რეგისტრაცია შეჩერდა და ამ ეტაპზე მოსახლეობა „ასტრაზენეკას" მეორე...
შემდეგი სტატია
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესა და თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შუწყვიტეს. დადგენილებას რეგისტრირებული 83 დპუტატიდან 79-მა დაუჭირა მხარი.
ნიკა მელიამ პარლამენტის დატოვების შესახებ ივლისის ბოლოს განაცხადა. როგორც მელიამ მაშინ აღნიშნა, ის აპირებს მთლიანად თვითმმართველობის არჩევნებზე კონცენტრირდეს. მელიამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 28 ივლისს ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის დანარჩენი დეპუტატები...
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა.
ფოთის მერიის ცნობით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
მათივე ინფორმაციით, პედაგოგებს და პატარა აღსაზრდელებს ახალი ბაღის გახსნა ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირმა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა.
„ბაღის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 815 000 ლარს შეადგენს. პროექტი ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), საქართველო-გერმანიის...
სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მინი მოედანი მოეწყო.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივების მიერ შერჩეულ პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე 64 111 ლარი გაიხარჯა.
„უფლისციხეში ასევე მოეწყო გარე გამოყენების ტრენაჟორები საჩრდილობელი ფანჩატურით. დამონტაჟებულია 10 სხვადასხვა ტიპის ტრენაჟორი. ადგილობრივების თქმით, უფლისციხეში უკვე დასრულებულია დასასვენელი და სპორტულ - გამაჯანსაღებელი სივრცეების მოწყობა, რაც ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის თავშეყრის, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებისა და...
მარტვილში, უბანზე, სადაც პარტია ,,საქართველოსთვის’’ მაჟორიტარობის კანდიდატმა არჩევნები პირველივე ტურში მოიგო, „ოცნება“ აბსურდული არგუმენტებით ითხოვს უბნის შედეგების გადათვლას, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.
მისი განმარტებით, თუ აღნიშნული ოლქის მხრიდან დაკმაყოფილდა, ეს პოლიტიკური დაკვეთის შესრულების ნათელი მაგალითი იქნება.
„მარტვილის N1 საარჩევნო უბანზე, სადაც „ქართული ოცნება“ პირწმინდად დამარცხდა, ხოლო ჩვენი, პარტია "საქართველოსთვის" მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ხორავამ არჩევნები პირველივე ტურში...
გორის 32-ე ოლქში არჩევნები პირველივე ტურში დამთავრდა. გამარჯვებულად მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი გამოცხადდა. მან უბანზე მისულ ამომრჩეველთა 53% მიიღო. ამის შესახებ სტატიას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
გორის საოლქო კომისიაში 3 ოქტომბრის მონაცემებით, 9 საჩივარი დაიწერა.
2 ოქტომბრის დილით, პირველი საჩივარი საქაშეთის დევნილთა დასახლებაში დაიწერა. უბანზე მისულმა დამკვირვებლებმა შეამჩნიეს, რომ თვალსაჩინო ადგილზე გაკრული იყო მმართველი პარტიის კანდიდატის პლაკატი. ამის გამო, მოითხოვეს...
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ლევან იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო რეფორმამ ეს ქვეყანა ერთი ნაბიჯით წინ წაიყვანა.
მან პლენარულ სხდომაზე რეფორმის მომზადების პროცესში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა.
„თბილისის მასშტაბით ხმების გადათვლა უკვე დასრულებულია და პრაქტიკულად არ არის არანაირი აცდენა. უკვე ვიცით, რომ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მონაცემები პრაქტიკულად დაემთხვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს და ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე თუ რასაც ვამბობდით და...
მინდა მოვუწოდო კობახიძე იქნება თუ სხვა, როცა ღირსეულ სახელმწიფო მოხელეებთან მიმართებით ვინმე უღირსი ბრალდებების გაჟღერებას ცდილობს, პირში წყალი გამოივლონ,- ასე ეხმიანება პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი მის ძმასთან, ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
ხოჯევანიშვილი არ გამორიცხავს მისი ძმის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს, თუმცა აცხადებს, რომ მსგავსი ბრალდებები მორიგი ტალახის სროლაა და რაიმე კითხვის დასმაც კი ალოგიკურია.
„გამორიცხული არაფერია, მაგრამ ამ ადამიანს არც ერთ...
წინა სტატია
გორის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 6 ოქტომბრიდან განახლდება. გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი ბუნებრივ აირთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემები იყო, რაც უკვე გამოსწორებულია ქალაქის მასშტაბით. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
თავზარაშვილის თქმით, სოფლების საბავშვო ბაღებში, ხარვეზების აღმოფხვრა ეტაპობრივად განხორციელდება და სასწავლო პროცესიც უახლოეს პერიოდში დაიწყება.
“გაზთან დაკავშირებით იყო ტექნიკური შეფერხება, კერძოდ, ზოგიერთ ბაღში რეკომენდირებული არ იყო იმ გათბობის საშუალებების...
გორის მუნიციპალიტეტის ჯერ კიდევ მოქმედმა მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა 2017 წლის არჩევნებზე უფრო დიდი უპირატესობით მოიგო, ვიდრე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა 2021 წლის არჩევნებზე. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
2017 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის 9 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, თავზარაშვილს არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 54.49%-მა მისცა ხმა. მეორე ადგილზე ენმ-ს კანდიდატი რევაზ კახნიაშვილი გავიდა 15.93%-თ, ხოლო მე-3 ადგილი დავით ონიაშვილმა დაიკავა 11.71%-თ.
რაც შეეხება, 2021 წლის...
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 5 ოქტომბრიდან ვერ განახლდება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, რომ 4 ოქტომბრიდან საბავშო ბაღები მუშაობას განაახლებდნენ, გარდა იმ ბაღებისა, სადაც სარემონტო სამუშაობი მიმდინარეობს.
გუშინ საღამოს, 4 ოქტომბერს სააგენტომ ახალი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბრის ნაცვლად, 5 ოქტომბერს დაიწყებოდა, თუმცა შემდეგ, ცნობილი გახდა,...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მერობის კანდიდატი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ანზორ მელია მადლობას უხდის ამომრჩეველს და მეორე ტურში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ზუგდიდელებს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების მაცხოვრებლებს, რომლებმაც მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის, ძალადობის და ზიზღის გაღვივებისა, გაბედეს და უარი უთხრეს ოლიგარქიას - ერთი კაცის მსახურებას. მადლობა ჩემს ზუგდიდს ნდობისთვის და სიყვარულისთვის.
წინ მეორე ტურია - აუცილებლად გავიმარჯვებთ...
ზუგდიდის #5 მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილმა ედიტა კოდუამ გაიმარჯვა. ის წარმომადგენლობით ორგანოში 8 სოფლის დეპუტატი იქნება. მათ შორისაა ნარაზენი, აბასთუმანი, ახალსოფელი, ჯუმი, ოფაჩხაფუ, უჩაშონა, შამადელა და ხეცერა. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
მმართველი პარტიის კანდიდატმა ჯამში 1 601 (44.87%), ხოლო ენმ-დან დასახელებულმა დავით გრიგოლაიამ 1 462 (40.98%) ხმა მოიპოვა. მაია თოდუა, რომელიც პარტიამ "გახარია-საქართველოსთვის" წარმოადგინა 477 ხმა მიიღო, რაც...
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, #6 მაჟორიტარულ ოლქში (დიდი ნეძი, ორულუ, ერგეტა, ანაკლია, დიდი ნეძის კახათი, ცვანე) ხმების უმრავლესობა - 50.16% „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თენგიზ მამფორიამ მოიპოვა. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელს კი 42.62%-მა დაუჭირა მხარი. „გახარია - საქართველოსთვის“ კანდიდატმა, დათო აბულაძემ ხმების საერთო რაოდენობის 7,22% მოიპოვა.
საარჩევნო ოლქში სულ 5 უბანი იყო გახსნილი....
ცესკოს მონაცემებით, ოზურგეთის მაჟორიტარულ 4 ოლქში მეორე ტური გაიმართება. დანარჩენ 11 ოლქში გამარჯვებულების ვინაობა უკვე ცნობილია. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.
60/2 – ნინო ნადირაშვილი; 60/03 – დავით მდინარაძე; 60/04 – ვახტანგ ნიჟარაძე; 60/05 – ბექა თოიძე; 60/07 – ბესიკ ქათამაძე; 60/08 – თამაზ ტუღუში; 60/09 – ტარიელ აროშიძე; 60/10 – დავით ჭაკნელიძე; 60/13 – პაატა კიღურაძე; 60/14 – მარი ჩხიკვიშვილი;...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































