ანზორ მელია: მადლობა ზუგდიდს ნდობისთვის

113

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მერობის კანდიდატი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ანზორ მელია მადლობას უხდის ამომრჩეველს და მეორე ტურში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

“მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ზუგდიდელებს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების მაცხოვრებლებს, რომლებმაც მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის, ძალადობის და ზიზღის გაღვივებისა, გაბედეს და უარი უთხრეს ოლიგარქიას – ერთი კაცის მსახურებას. მადლობა ჩემს ზუგდიდს ნდობისთვის და სიყვარულისთვის.

წინ მეორე ტურია – აუცილებლად გავიმარჯვებთ და ზუგდიდი გახდება ქალაქი, სადაც ადგილი არ ექნება შუღლს, ძალადობას, სიძულვილს. ზუგდიდელები იმსახურებთ ღირსეულ ცხოვრებას და მე ამას თქვენთან ერთად შევძლებ. მიყვარხართ, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებებისა და მე ვიქნები თქვენი, ყველას მერი. დადგა დრო, ზუგდიდი გახდეს ქვეყნის ერთ-ერთი მოწინავე ქალაქი”, – წერს ის.

ზუგდიდში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 2 ოქტომბერს ანზორ მელიას მხარი 23 930 მოქალაქემ დაუჭირა, რაც საერთო მონაცემის 46.88% შეადგენს. 41.15 % (21 007 ხმა) მიიღო “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილმა მამუკა წოწერიამ.