გიგა ფარულავა: მარტვილში, უბანზე, სადაც პარტია “საქართველოსთვის’’ მაჟორიტარობის კანდიდატმა მოიგო, “ოცნება“ აბსურდული არგუმენტებით, უბნის შედეგების გადათვლას ითხოვს

902

მარტვილში, უბანზე, სადაც პარტია ,,საქართველოსთვის’’ მაჟორიტარობის კანდიდატმა არჩევნები პირველივე ტურში მოიგო, „ოცნება“ აბსურდული არგუმენტებით ითხოვს უბნის შედეგების გადათვლას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

მისი განმარტებით, თუ აღნიშნული ოლქის მხრიდან დაკმაყოფილდა, ეს პოლიტიკური დაკვეთის შესრულების ნათელი მაგალითი იქნება.

„მარტვილის N1 საარჩევნო უბანზე, სადაც „ქართული ოცნება“ პირწმინდად დამარცხდა, ხოლო ჩვენი, პარტია “საქართველოსთვის” მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ხორავამ არჩევნები პირველივე ტურში მოიგო, „ოცნება“ აბსურდული არგუმენტებით ითხოვს უბნის შედეგების გადათვლას, თითქოს ხმის დათვლის პროცესის დროს ნერვული ფონის გათვალისწინებით, მთვლელები შეცდომებს უშვებდნენ. ეს მაშინ, როდესაც ხმის დათვლის პროცესის დროს რაიმე ტიპის პროცედურული საჩივარი არ დაფიქსირებულა“, – აცხადებს გიგა ფარულავა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მოთხოვნა აბსურდულია.

„თუ აღნიშნული ოლქის მხრიდან დაკმაყოფილდა, ეს პოლიტიკური დაკვეთის შესრულების ნათელი მაგალითი იქნება. ჩვენ ამ ფაქტს ბოლომდე მივყვებით, არ გაბედოთ, კიდევ ერთხელ ამომრჩევლის ხმის მოპარვა!’’- აცხადებს გიგა ფარულავა.