ვინ გახდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი წევრები და ვის ელოდება მეორე ტური

276

ცესკოს მონაცემებით, ოზურგეთის მაჟორიტარულ 4 ოლქში მეორე ტური გაიმართება. დანარჩენ 11 ოლქში გამარჯვებულების ვინაობა უკვე ცნობილია. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.

60/2 – ნინო ნადირაშვილი; 60/03 – დავით მდინარაძე; 60/04 – ვახტანგ ნიჟარაძე; 60/05 – ბექა თოიძე; 60/07 – ბესიკ ქათამაძე; 60/08 – თამაზ ტუღუში; 60/09 – ტარიელ აროშიძე; 60/10 – დავით ჭაკნელიძე; 60/13 – პაატა კიღურაძე; 60/14 – მარი ჩხიკვიშვილი; 60/15 – ნუგზარ სარჯველაძე.

ამ სიიდან ბესიკ ქათამაძე „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ წარმოადგენს.

რაც შეეხება სამ მაჟორიტარულ ოლქს 60/1, 60/11, და 60/12 მეორე ტურია. მეორე ტურში ქალაქში „ქართული ოცნების“ წევრი ლელა საჯაია და “საქართველოსთვის“ დეპუტატობის კანდიდატი გიორგი სირაძე არიან.

გურიანთა, მელექედურში (60/11) არის ასევე მეორე ტური და გამარჯვებისთვის “ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი ნინო მახარაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი დათა მიქელაშვილია.

რაც შეეხება 60/12 საარჩევნო უბანს, აქ “ქართული ოცნების“ კანდიდატი ტიტე მგელაძე და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი შალვა თავდიშვილი გადავიდნენ მეორე ტურში.

მეორე ტურია ასევე, 60/06 მაჟორიტარულ ოლქში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს რაინდი დუმბაძეს და “ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატს გიორგი ჩაგანავას შორის გამარჯვებულს  ამომრჩეველი 30 ოქტომბერს გამოავლენს.