გამყრელიძ: „ჯონსონ ენდ ჯონსონის” ვაქცინის მოწოდება შეჩერდა

373

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში „ჯონსონ ენდ ჯონსონის” ვაქცინის მოწოდება შეჩერდა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქვეყნაში მხოლოდ სამი ვაქცინის ადმინისტირება მიმდინარეობს.

„სამწუხაროდ, „ჯონსონ ენდ ჯონსონის” ვაქცინის მოწოდება შეჩერდა გარკვეული მიზეზების გამო. ამ ეტაპზე, მხოლოდ სამი ვაქცინის ადმინისტირებას გავაკეთებთ, ეს არის „ფაიზერი”, „სინოფარმი” და „სინოვაკი”, – აღნიშნავს გამყრელიძე.

დღესვე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ „ასტრაზენეკას” პირველ დოზებზე რეგისტრაცია შეჩერდა და ამ ეტაპზე მოსახლეობა „ასტრაზენეკას” მეორე დოზით შეძლებს აცრას.