ზუგდიდის #5 მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილმა ედიტა კოდუამ გაიმარჯვა. ის წარმომადგენლობით ორგანოში 8 სოფლის დეპუტატი იქნება. მათ შორისაა ნარაზენი, აბასთუმანი, ახალსოფელი, ჯუმი, ოფაჩხაფუ, უჩაშონა, შამადელა და ხეცერა. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
მმართველი პარტიის კანდიდატმა ჯამში 1 601 (44.87%), ხოლო ენმ-დან დასახელებულმა დავით გრიგოლაიამ 1 462 (40.98%) ხმა მოიპოვა. მაია თოდუა, რომელიც პარტიამ “გახარია-საქართველოსთვის” წარმოადგინა 477 ხმა მიიღო, რაც 13.37% შეადგენს.
ედიტა კოდუა ზუგდიდის საკრებულოს წევრად უკვე მესამედ აირჩიეს.