გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 5 ოქტომბრიდან ვერ განახლდება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, რომ 4 ოქტომბრიდან საბავშო ბაღები მუშაობას განაახლებდნენ, გარდა იმ ბაღებისა, სადაც სარემონტო სამუშაობი მიმდინარეობს.
გუშინ საღამოს, 4 ოქტომბერს სააგენტომ ახალი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბრის ნაცვლად, 5 ოქტომბერს დაიწყებოდა, თუმცა შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ სააღმზდელო პროცესი, ვერც 5 ოქტომბრიდან განახლდება.
“გაცნობებთ, რომ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზის, კერძოდ, ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემის გამო, გორის მუნიციპალიტეტის ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 5 ოქტომბერს ვერ განახლდება. სააღმზრდელო პროცესი დაიწყება აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთანავე. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარების გამო”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.