გორის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 6 ოქტომბრიდან განახლდება. გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი ბუნებრივ აირთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემები იყო, რაც უკვე გამოსწორებულია ქალაქის მასშტაბით. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
თავზარაშვილის თქმით, სოფლების საბავშვო ბაღებში, ხარვეზების აღმოფხვრა ეტაპობრივად განხორციელდება და სასწავლო პროცესიც უახლოეს პერიოდში დაიწყება.
“გაზთან დაკავშირებით იყო ტექნიკური შეფერხება, კერძოდ, ზოგიერთ ბაღში რეკომენდირებული არ იყო იმ გათბობის საშუალებების მოხმარება, რაც გვქონდა და მათი შეცვლა გახდა საჭირო. ქალაქის ბაღებში ხვალიდან განახლდება სწავლა, სოფლებში კი ეტაპობრივად უახლოეს პერიოდში,” – აცხადებს მოქმედი მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი.