სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მინი მოედანი მოეწყო.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივების მიერ შერჩეულ პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე 64 111 ლარი გაიხარჯა.
„უფლისციხეში ასევე მოეწყო გარე გამოყენების ტრენაჟორები საჩრდილობელი ფანჩატურით. დამონტაჟებულია 10 სხვადასხვა ტიპის ტრენაჟორი. ადგილობრივების თქმით, უფლისციხეში უკვე დასრულებულია დასასვენელი და სპორტულ – გამაჯანსაღებელი სივრცეების მოწყობა, რაც ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის თავშეყრის, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებისა და დასვენების საუკეთესო შესაძლებლობაა. გორის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი ბიუჯეტით სოფელში სასმელი წყლის სისტემის მოწყობასაც ახორციელებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.