გორის საბავშვო ბაღებში 2021-2022 სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყო. დღეიდან, 6 ოქტობრიდან სააღმზრდელო პროცესი მხოლოდ, ქალაქის საბავშვო ბაღებში განახლდა. სოფლებში კი ბაღები მუშაობას ეტაპობრივად დაიწყებენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
“თითოეულ აღსაზრდელს, მშობლებს და ბაღის პერსონალს ვულოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციებისა და ყველანაირი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით დაიწყო”, – ნათქვამია სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს განხადებაში.
ინფორმაციისთვის, გორის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო...
დღევანდელი მონაცემებით, ცნობილია, თუ ვინ მოხვდება საკრებულოში იმ სიის მიხედვით, რომელიც ცესკოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. საკრებულოს შემადგენლობა 3 პარტიით დაკომპლექტდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საიფორმაციო ცენტრი წერს.
"ქართული ოცნება'' - 12 დეპუტატი პროპორციული სიით, ხოლო 11 - მაჟორიტარული სიით. (შემადგენლობის 65%). "ნაციონალური მოძრაობა'' - 9 პროპორციული სიით, 1 - მაჟორიტარული. (შემადგენლობის - 26%). "გახარია - საქართვლოსთვიის'' - 3 პრპორციული სიით -...
პარლამენტის წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში არჩევნების შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ მთელი ეს პროცესი მათი გუნდის მიმართ განხორციელებული ზეწოლების, დაშინებისა და შანტაჟის ფონზე წარიმართა.
ხოჯევანიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ორპოლუსიანი გარემო იყო შექმნილი, რამაც გავლენა ისევ მმართველი გუნდისა და “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ იქონია. სიტყვით გამოსვლისას, დეპუტატმა კენჭისყრის დღეს დაფიქსირებულ დარღვევებზეც მიუთითა და აღნიშნა, რომ არაერთ უბანზე ადგილი ჰქონდა ე.წ. კარუსელსაც.
“ჩვენ თავიდანვე...
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების დღეს დაწერილი საჩივრების განხილვა დაიწყო. კომისიაში სულ 6 საჩივარია შესული. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
დღეს, 6 ოქტომბერს, კომისიამ „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ დამკვირვებლის, ზვიად ცირეკიძისა და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თამარ ნებიერიძის საჩივრები განიხილა.
„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ“ საჩივარი 48.37 გედსამანიის უბანზე დაწერა. ამ კომისიის წევრებმა მამუკა და ზვიად ლომიძეებმა გადასატანი ყუთი შეცდომით სხვა ამომრჩეველს მიუტანეს.
საქმე იმაშია,...
6 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალაში სკოლის გახსნის ცერემონია გაიმართა. სკოლის დირექტორმა ლენა აბაშიძემ საუკუნოვანი სკოლის ისტორია გაიხსენა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე სკოლის ისტორიაში დაუვიწყარი იქნება. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
მისი თქმით, სკოლა, რომელიც გამორჩეულია კურსდამთავრებულთა და პედაგოგთა წარმატებებით, რეაბილიტაციას და გამართულ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას ნამდვილად საჭიროებდა.
„გასული სასწავლო წლის კურსდამთავრებულთაგან დღეს ექვსი უმაღლესი სასწავლებლის პირველკურსელია. მათგან ერთ-ერთი – გოჩა...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოში 4 პოლიტიკური პარტია იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
პროპორციული სისტემით თითო-თითო მანდატი ერგოთ პარტია „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“. წინასწარი მონაცემებით, 6+1 მანდატს მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო 12+1-ს – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, არჩილ ბლიაძისგან, მოპოვებული ინფორმაციით, წინასწარი მონაცემები, დაზუსტების შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს.
ამის მიხედვით, ნაცმოძრაობის პარტიული სიიდან საკრებულოში 6...
ხარაგაულის 2021 წლის მოწვევის საკრებულო 33 – წევრიანი იქნება; მათ შორის 11 მაჟორიტარული წესით, ხოლო 22 – პროპორციული სისტემით აირჩა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ხარაგაულის საკრებულოს თერთმეტივე მაჟორიტარი სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია.
გაგაცნობთ #48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით არჩევნების შედეგებს:
#48.01 დაბა ხარაგაულის საარჩევნო ოლქში
#1 გიორგი გელაშვილი („მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“) – 1 ხმა (0,2%);
#5 ბაქარ ბარბაქაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) – 140 ხმა...
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 1 მილიარდ ლარზე მეტით, უფრო ზუსტად კი 1 055 470 800 ლარითაა შემცირებული.
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 18 443 276 00 ლარს შეადგენს.
ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნული შემცირება გამოწვეულია 2 ძირითადი ფაქტორით, კერძოდ 2022 წელს მნიშვნელოვნად (850,0 მლნ ლარით) მცირდება პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე აღარ არის...
ცესკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, გადათვლილია 72 საარჩევნო ოლქის 360 საარჩევნო უბნის ბიულეტენები. უცვლელი დარჩა 239 საარჩევნო უბნის მონაცემები, რაც გადათვლილი უბნების 66.7%-ს შეადგენს.
როგორც ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, 121 საარჩევნო უბანზე მცირედით არის მონაცემები შეცვლილი; იყო ხარვეზებიც, რომელიც გადათვლის შედეგად გამოვლინდა.
„წელს პირველად, საოლქო საარჩევნო კომისიებს ჰქონდათ ვალდებულება, თითოეულ საარჩევნო ოლქში ხელახლა დაეთვალათ შემთხვევითი შერჩევით, წილისყრით გამოვლენილი 5 საარჩევნო...
პარტია „დროას“ წევრი, გიგა ლემონჯავა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა სერიოზული დარღვევებით ჩაიარა და, შესაბამისად, პარტიამ საოლქო საარჩევნო კომისიებს 200-ზე მეტი საჩივრით მიმართა. „დროა“ თბილისში 200-ზე მეტი საარჩევნო უბნის შედეგებს ასაჩივრებს და უბნების ხელახალ გადათვლას ითხოვს.
„საქმე ეხება ბიულეტენების მეტობას, პირდაპირ ბიულეტენების ჩაყრას საარჩევნო ყუთებში. ასეთი სახის უბნები, სადაც ბიულეტენების მეტობა ფიქსირდება ანუ ამომრჩევლის მიერ მიცემული...
წინა სტატია
ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მზად არიან რომ სააკაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში ნებისმიერი ნარკოტესტი ჩაიტაროს. მან ასევე, შესთავაზა პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომ თავადაც ჩააბაროს ნარკოტესტი. ამის შესახებ ბასილაიამ რუსთავის ციხესთან ისაუბრა, სადაც სააკაშვილი მოინახულა.
"მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ და მიხეილ სააკაშვილი არის ბრძოლისთვის განწყობილი. მე მინდა, მივმართო სრულიად ქართულ საზოგადოებას, არ აჰყვეთ ღარიბაშვილის ამ ენაჭარტალა მონაჭორებს და დარწმუნებული...
ცენტრალური საარჩევნო კომისია 2 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღის სტატისტიკას აქვეყნებს. ცესკოს ინფორმაციით, სულ 570 შესწორების ოქმი დაიწერა, აქედან:
პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში — 239;
მაჟორიტარული წესით ჩატარებულში — 187;
მერის არჩევნებში — 144;
მათივე განცხადებით, 570 შესწორების ოქიმიდან 275 უკავშირდებოდა სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებს, 66 — ბათილ ბიულეტენებს, 42 — სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობას, 138 — ზოგადად, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა...
გაეროს განვითარების პროგრამა და საავტომობილო გზების დეპარტამენტი, კლიმატის მწვანე ფონდისა და შვედეთის მთავრობის 4.5 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებით, წყალდიდობისგან დამცავი სამუშაოების განხორცილებას იწყებენ.
გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში წყალდიდობისგან დამცავი სამუშაოები განხორციელდება. 30 სექტემბერს, UNDP-ის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი...
"ნაციონალური მოძრაობის" საჩივარი ზუგდიდის საოლქომ არ დააკმაყოფილა. ის შეეხებოდა #8-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, ნანა სიჭინავას მხრიდან კანონდარღვევით ხმის მიცემის მცდელობას. კერძოდ, ენმ-ის თქმით, ეს კომისიის წევრი არ იყო რეგისტრირებული ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ამიტომ, პარტია ითხოვდა ფაქტის შესწავლას და კანონით განსაზღვრული ზომების მიღებას. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
საოლქო კომისიის განმარტებით, კომისიის წევრი ნანა სიჭინავა უბრალოდ სიაში ეძებდა თავის თავს. ფიქრობდა, რომ...
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ დაიწყო საჩივრების განხილვა. პირველი განიხილეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის - "განვითარებისა და დემოკრატიის" საჩივარი. მათი თქმით, ოლქში შემავალ საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში დარღვევები გამოვლინდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
კერძოდ, ორგანიზაციის განმარტებით, #16-ე უბნის შემაჯამებელ ოქმებში (მერის და პროპორციული) არ არის მითითებული შედგენის დრო და თარიღი. ამასთან, პროპორციულ ოქმში გადასწორებულია #9-ე საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმათა...
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა "ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი, რომლითაც ის მე-17 საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის ბათილად ცნობას ითხოვდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ენმ-ის სარჩელში აღნიშნული იყო, რომ გადასატანი ყუთის სიაში იყვნენ ამომრჩევლები - ლოლა ჭაავა, ზაურ ცირდავა და ნარიკო ჭითანავა, თუმცა მათთან წილისყრით გამოვლენილი კომისიის წევრები არ მისულან. "ნაციონალური მოძრაობის" განმარტებით, არსებობს ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც. თუმცა, ამ ადამიანების სახელის და გვარის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































