ცესკო: 2 ოქტომბრის არჩევნებზე 570 შესწორების ოქმი დაიწერა

534

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღის სტატისტიკას აქვეყნებს. ცესკოს ინფორმაციით, სულ 570 შესწორების ოქმი დაიწერა, აქედან:

  • პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში — 239;
  • მაჟორიტარული წესით ჩატარებულში — 187;
  • მერის არჩევნებში — 144;

მათივე განცხადებით, 570 შესწორების ოქიმიდან 275 უკავშირდებოდა სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებს, 66 — ბათილ ბიულეტენებს, 42 — სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობას, 138 — ზოგადად, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას, ხოლო 41 — ამომრჩეველთა აქტივობას.

რაც შეეხება, ახსნა-განმარტებებს, ცესკო ამბობს, რომ სულ დაიწერა 1 016 ახსნა-განმარტება, აქედან:

  • 176 — რეგისტრატორის მიერ ამომრჩევლისათვის ზედმეტი ბიულეტენის გადაყოლებისთვის;
  • 292 — შემაჯამებელ ოქმზე არასწორად მითითებულ ან გამორჩენილ თარიღსა და დროზე;
  • 123 — შემაჯამებელ ოქმზე ხელმოწერის გამორჩენას ან არასწორად მითითების გამო;
  • 68 — ამომრჩევლის მიერ ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერის გამორჩენის გამო;
  • 61 — შემაჯამებელ ოქმში ბეჭდის ნომრის არქონას ან არასწორად მითითებას გამო;
  • 55 — შემაჯამებელ ოქმზე კომისიის ბეჭდის ნომრის ჩაწერის გამორჩენას გამო
  • 235 — სხვა მიზეზებით.

მათივე ცნობით, 1 016 ახსნა-განმარტებიდან 353 შეეხებოდა პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებს, 319 მაჟორიტარული წესით ჩატარებულს, ხოლო 344 მერის არჩევნებს.

ცესკოში განმარტავენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს აქვს უფლება დააფიქსიროს განსხვავებული აზრი იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს. უწყების სტატისტიკით, სულ დაიწერა 8 განსხვავებული აზრი, აქედან 2-2 საკრებულოს პროპორციულ წესით ჩატარებულ და მერობის არჩევნებში, 4 კი მაჟორიტარულ არჩევნებში.