ბარათაშვილის და კოსტავას ქუჩებზე სკვერი გაკეთდება, სამშენებლო სამუშაოებისთვის ახალციხის მერიამ ორი ტენდერი გამოაცხადა.
კოსტავას N191-ში სკვერის მოწყობისთვის 113 218 ლარია განსაზღვრული, ბარათაშვილის ქუჩაზე სპორტული მოედნის ღობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობისთვის კი 54 502 ლარი.
ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის წინადადებების მიღება 19 ოქტომბერს სრულდება.
ანტონ ობოლაშვილმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში არსებული სოფლების ამბულატორიების და აქ დასაქმებულთა რთულ სამუშაო პირობებზე ისაუბრა. მაჟორიტარმა დეპუტატმა პრობლემის მოსაგვარებლად 2022 წლის ბიუჯეტში შესაბამისი თანხების განსაზღვრის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„გვაქვს საშინელი მდგომარეობა. არის ამბულატორიები, სადაც სველი წერტილები არ არის, მათ შორის ასპინძაში, ადიგენში, ახალციხეში, ბორჯომში. ბევრ...
ახალციხის სოფელ ხეოთში სპორტული მოედნის მოწყობაზე ახალციხის მერიამ ტენდერი 76 180 ლარზე გამოაცხადა.
„სოფელ ხეოთში მოსახლეობის მოთხოვნით უნდა მოეწყოს სპორტული მოედანი, რომელიც აღჭურვილი იქნება ფეხბურთის კარებით, კალათბურთის ფარებით და განათებით. მოედანზე მოეწყობა ხელოვნური საფარი“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ტენდერში მონაწილეობის მიღება ხვალ, 15 ოქტომბერს დაიწყება და 18 ოქტომბერს დასრულდება.
ყაზბეგის 16 ნომერში ეს სახლი თითქმის 2 საუკუნეა დგას. საცხოვრებელს დროის კვალი ერთი შეხედვით, შეუიარაღებელი თვალითაც ეტყობა. კედლები დაბზარულია, სახურავი - დაზიანებული. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ შენობა ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს, რადგან ობიექტიდან ქვები ცვივა. ეშინიათ მეზობლებსაც, რომლებიც გვიყვებიან, რომ აქ ცხოვრება რისკის ფასად უწევთ. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ 25 ავრცელებს.
უარესი სურათია შენობის შიდა პერიმეტრზე. ბზარების რაოდენობა მატულობს, რისკიც,...
წინა სტატია
ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შესახებ. ამ თემაზე კომენტარი პრემიერმინისტრმა მცხეთაში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია გვაქვს დასამთავრებელი და ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, მათი სურვილია, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან...
მინდა ყველას მოვუწოდო, დღეს გვჭირდება სიმშვიდე, ჩვენ არჩევნების მეორე ტური მშვიდად უნდა ჩავატაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთაში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მშვიდობიანად უნდა დასრულდეს არჩევნების მეორე ტური, ქვეყანამ გაიმარჯვოს და გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება.
„მინდა ყველას მოვუწოდო, დღეს გვჭირდება სიმშვიდე, ჩვენ უნდა ჩავატაროთ მშვიდად არჩევნების მეორე ტური, დავასრულოთ ეს არჩევნები, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს და გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება“,...
ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ჯავახიშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში მიმდინარე საგზაო–სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ამ ტერიტორიაზე ტრანსპორტი დროებით შეცვლილი მიმართულებით იმოძრავებს.
ახალი სქემის მიხედვით, იცვლება: №8, №9, №11, №13 და №14 სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულება.
დეტალური ინფორმაცია სამარშრუტო ხაზების ცვლილებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: www.batauto.ge.
7 სამინისტრო, სადაც შრომის ანაზღაურება იზრდება, თუმცა, დასაქმებულთა რიცხვი მცირდება ან უცვლელი რჩება
2022 წელს საბიუჯეტო ორგანოებში სახელფასო ფონდი იზრდება. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შრომის ანაზღაურებისთვის მომავალ წელს 1.653 მლრდ ლარი დაიხარჯება, რაც 2021 წელთან შედარებით 17.1 მლნ ლარით მეტია (2021 წელს 1.636 მლრდ ლარი). ინფორმაციას BPN.GE ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილება არ იგეგმება, ან პირიქით მცირდება, თუმცა, მომავალ წელს შრომის ანაზღაურების ზრდაა პროგნოზირებული.
სამინისტროები, სადაც შრომის ანაზღაურება იზრდება, თუმცა,...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ედიტა კოდუა, რომელიც სამტრედიაში „ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შორის იმყოფებოდა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ადგილზე მივიდნენ, რათა ინციდენტი არ მომხდარიყო მოქალაქეებს შორის.
მისი სიტყვებით, შემთხვევით შეიტყო, რომ მოქალაქეები „ნაციონალური მოძრაობის” მომხრეთა ავტოკოლონისთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობას გეგმავდნენ და საჭიროდ ჩათვალა მათ გაჰყოლოდა:
„ვისაც სურვილი ჰქონდა, ჩვენ ვერ დავუშლიდით წასვლას… მშვიდობიანი აქცია ჰქონდათ მოქალაქეებს და ინციდენტი რომ...
ვერცერთი მერი ვეღარ გაბედავს, ნაგავსაყრელი თავისი გემოვნების და შეხედულებების მიხედვით მოაწყოს,– ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმდჯომარე მაია ბითაძე აცხადებს. როგორც ის bm.ge–ს უყვება, ლილოს ნაგავსაყრელი წლების წინ არასწორად აშენდა, დარღვეულია მისი ექსპლოატაციის წესებიც, რის გამოც ნაგავსაყრელი დღეს სერიოზულ პრობლემებს ქმნის.
მაია ბითაძე ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში რამდენიმე ნაგავსაყრელის მშენებლობა მოსახლეობის პროტესტის გამო შეჩერებულია. ის ამბობს,...
ბათუმი შეიძლება ითქვას პირველ ადგილს იჭერს მასობრივი მშენებლობებით. ქალაქის მოსახლეობის ზრდასთან ერთად, კორპუსების რაოდენობაც საგრძნობლად გაზრდილია. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
უძრავი ქონების ბიზნესი ახლა ყველაზე შემოსავლიანია ქვეყანაში და განსაკუთრებით ტურისტულ ზონაში, გაფართოებასთან ერთად სწორედ ამ მიზნით ხდება დაშენება და მიშენება.
ვიდრე ბევრს საუბრობენ და მსჯელობენ 8 ოქტომბრის ტრაგედიაზე,რომელიც ყველასთვის მაგალითი უნდა იყოს, გოგოლის ქუჩაზე უნებართვოდ აშენებული კორპუსების რაოდენობა იზრდება
ბათუმის მერიამ აჭარის მთავრობას 26 მაისის ქუჩაზე სახლის ნგრევის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის 61 ბინა გადასცა. საკითხი დღეს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.
ბინები ფიროსმანის, შარტავას და აღმაშენებლის ქუჩებზე მდებარეობს. დათანხმდებიან თუ არა დაზარალებულები ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან გადასვლას, უცნობია. ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსის, დავით კოპინაძის განცხადებით, ჯერ ყველაფერი მოლაპარაკების საგანია, მერიის პარალელურად დაზარალებულებს ფართებს აჭარის მთავრობაც შესთავაზებს, საუბარია ასევე ფინანსურ კომპენსაციებზეც.
„რა თქმა უნდა, გათვალისწინებული...
„მესმის, რომ ბიუჯეტი, მით უფრო, ჩვენი, სექტორალური მიმართულებებით, არასდროს არის საკმარისი, მაგრამ არის საკითხები, რომელიც მეტად პრიორიტეტულია, მეტი დაფასება ჭირება სამედიცინო მიმართულებასთან ახლოს მდგარ ნებისმიერ პროფესიის ადამიანს, ვინც სიცოცხლის სდარაჯოზე დგას, ეს იქნება სასწრაფო ბრიგადის ექიმი, სოფლის ექიმი, მძღოლი თუ სხვა“, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ კომიტეტის სხდომაზე 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის...
ქუთაისში ცენტრალური შადრევნისა და ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის ქუთაისის მერიის ბიუჯეტიდან 1.2 მლნ ლარია გამოყოფილი.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის და აღმაშენებლის მოედანზე მდებარე ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვის ტენდერი დასრულდა და მალე ორივე ობიექტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
სატენდერო პირობების თანახმად, მათი სრული რეაბილიტაციაა გათვალისწინებული. ასსაფეხურიანი კიბის პროექტის მიხედვით, შეიცვლება არსებული დაზიანებული მოპირკეთება, განათების და სანიაღვრე სისტემები. განახლდება გამწვანება.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე...
ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი სრულ დემონტაჟს ექვემდებარება. უკვე ცნობლია ექსპერტიზის დასკვნაც, რომელიც ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დღეს, ქალაქის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა. ედნარ ნატარიძემ გააჟღერა.
„კორპუსი, რომლის ერთი სადარბაზოა ჩამონგრეული, სრულ დემონტაჟს ექვემდებარება. ექსპერტიზის დასკვნა ამ შენობასთან დაკავშირებით, ჩემთვის უკვე ცნობილია, შესაბამისად, გამოიყოფა ნახევარი მილიონი ლარი სადემონტაჟო სამუშაოებისთვის და საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი გამოვიტანეთ. პრაქტიკულად, დემონტაჟი მალევე დაიწყება“, - განაცხადა ედნარ ნატარიძემ.
რაც...
"მეორე ტურისთვის ჩვენ, პოლიტიკური ლიდერები ვიქნებით წარმოდგენილები უბნებზე", - განაცხადა "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საარჩევნო დავებზე საუბრისას.
"მიუხედავად იმისა, როგორ გაფორმდება თბილისის საკრებულო, ეხლანდელი ხმებისთვის ბრძოლა არის მეორე ტურისთვის მნიშნველოვანი მზადება, სადაც ჩვენ, პოლიტიკური ლიდერები ვიქნებით წარმოდგენილები უბნებზე და არ მივცემთ გამყალბებლებს კომისიის წევრებს, ხმების გაყალბების საშუალებას", - განაცხადა ხოშტარიამ.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































