ღარიბაშვილი: მინდა ყველას მოვუწოდო, დღეს გვჭირდება სიმშვიდე, არჩევნების მეორე ტური მშვიდად უნდა ჩავატაროთ

684

მინდა ყველას მოვუწოდო, დღეს გვჭირდება სიმშვიდე, ჩვენ არჩევნების მეორე ტური მშვიდად უნდა ჩავატაროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთაში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მშვიდობიანად უნდა დასრულდეს არჩევნების მეორე ტური, ქვეყანამ გაიმარჯვოს და გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება.

„მინდა ყველას მოვუწოდო, დღეს გვჭირდება სიმშვიდე, ჩვენ უნდა ჩავატაროთ მშვიდად არჩევნების მეორე ტური, დავასრულოთ ეს არჩევნები, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს და გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება“, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.