ახალციხეში, ბარათაშვილის და კოსტავას ქუჩებზე სკვერი გაკეთდება

394

ბარათაშვილის და კოსტავას ქუჩებზე სკვერი გაკეთდება, სამშენებლო სამუშაოებისთვის ახალციხის მერიამ ორი ტენდერი გამოაცხადა.

კოსტავას N191-ში სკვერის მოწყობისთვის 113 218 ლარია განსაზღვრული,  ბარათაშვილის ქუჩაზე სპორტული მოედნის ღობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობისთვის კი 54 502 ლარი.

ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის წინადადებების მიღება 19 ოქტომბერს სრულდება.