საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ''ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატები ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებენ.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არჩევნები მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს, დესტრუქციულ ოპოზიციას კი პროვოკაციების მოწყობის საბაბი არ უნდა მიეცეს.
''პარტიის წარმომადგენლებს და აქტივს შევხვდით. კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ გეგმებზე. ჩვენი მთავარი მოწოდებაა, რა თქმა უნდა, ყველა მუნიციპალიტეტში ვიმარჯვებთ. თავისუფალი არჩევნები უნდა ჩავატაროთ. უნდა იყოს სამაგალითო და სანიმუშო, როგორიც იყო პირველ ტურში. დესტრუქციულ ოპოზიციას არ მივცეთ...
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში არსებული 186 საბავშვო ბაღიდან 99 ბაღია დაკეტილი.
როგორც თბილისის ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, 53 ბაგა-ბაღის შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებული აღსაზრდელი იყო, ხოლო 46 შემთხვევაში ბაღის თანამშრომელი.
ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს საკარანტინო ვადის, 12 დღის გასვლისთანავე განაახლებენ.
ცნობისთვის, ბაგა-ბაღების მუშაობა 4 ოქტომბერს განახლდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, შერიგება, რაზეც მიხეილ სააკაშვილი გზავნილში საუბრობს, ადამიანებს შორის აგრესიის და დაპირისპირების მოსპობას გულისხმობს. ამის შესახებ დეკანოიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ციხიდან მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ მიმართვასთან დაკავშირებით.
„ვფიქრობ, შერიგება, რაზეც ვსაუბრობთ და მათ შორის პრეზიდენტიც საუბრობს, არის ადამიანებს შორის აგრესიის, დაპირისპირების და ზიზღის გაღვივების მოსპობა, რომელიც ამ ხელისუფლების...
პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, სწორია პოზიციაა, როდესაც ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს მეორე ტურში ღიად არ უჭერენ მხარს.
ლევან იოსელიანის თქმით, პატარა პარტიებისთვის მნიშვნელოვანია, დიდი პარტიის ქოლგის ქვეშ არ აითქვიფონ. „ის პარტიები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს ღიად არ უჭერენ მხარს, სწორს აკეთებენ. ამით ცდილობენ, საკუთარი პარტიული იდენტობა გადაარჩინონ და ეს სწორია. ახლა პატარა და შუაში მყოფი პარტიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ...
საჯარო მოხელეებს მივმართავ, არ აჰყვნენ უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად ფარისევლურია თავად მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“.
„ერთი მხრივ, საუბრობენ შერიგებაზე და თითქოს სამშვიდობო მისიით ჩამოდიოდა სააკაშვილი, მაგრამ ეს მიმართვები გვაჩვენებს, რომ მათი ერთადერთი მიზანია ქვეყნის არევა და ეს პირდაპირი მოწოდებაა კანონის დაუმორჩილებლობისკენ, რაც...
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურზე მოსახლეობამ ღირსეული არჩევანი უნდა გააკეთოს და ძალადობრივ პოლიტიკურ ძალას უარი უნდა უთხრას.
„კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველს, რომ არჩევნების მეორე ტურზე უარი კიდევ ერთხელ უნდა უთხრას აგრესიულ, რევოლუციურ და ძალადობრივ პოლიტიკურ ძალას იმიტომ, რომ რეალურად ამ მოცემულობის წინაშე ვდგავართ“, - აღნიშნა წილოსანმა.
30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია დაგეგმილი.
საქართველოს დედაქალაქში ხელმისაწვდომი და მდგრადი საცხოვრებელი სახლების განვითარების მიზნით, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და შპს ოპტიმამ 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს მოაწერეს ხელი.
სესხი დააფინანსებს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობაზე გათვლილ 3700 ხელმისაწვდომი და ენერგოეფექტური სახლისგან შემდგარ ორ საცხოვრებელ კომპლექსს. ეს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად კერძო სექტორზე გაცემული ADB-ის პირველი სესხია.
„პროექტი მიზნად ინახავს თბილისში ხელმისაწვდომი საცხოვრებლის მოდერნიზებას პროექტირებაში ინკლუზიურობის, გენდერისა და უნივერსალური...
ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ნიკო კალათბურთის სტადიონების მოხატვას აგრძელებს. მეხუთე სტადიონი, რომელიც პროექტის ფარგლებში მოიხატება, გამოკითხვით შეირჩევა. ორგანიზატორების ცნობით, ხმის მიცემა artball.ge-ზე მიმდინარეობს და 22 ოქტომბერს დასრულდება
"ოთხი მოხატული სტადიონი 'ნიკოსგან' - RESPONSIBLE.GE-ს პროექტი გრძელდება. გამოკითხვაში, რომელიც artball.ge-ზე ტარდება და 22 ოქტომბერს დასრულდება, თბილისის ოთხი უბნის სტადიონი მონაწილეობს - დიდუბის (აგლაძის ქუჩა), გლდანის (V მიკრო), ისნის (ნაკადულის IV გასასვლელი) და ზღვის უბნის (X კვარტალი). ხმის...
ჩვენ ვემზადებით არჩევნების მეორე ტურისთვის და მაქსიმალურად უნდა გამოვრიცხოთ რისკი, რომ ერთ მუნიციპალიტეტში მაინც, ჩვენმა ოპონენტმა მიაღწიოს წარმატებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართული საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა.
„სხვა შემთხვევაში ეს იქნება რევოლუციური შტაბი და ამ ერთი გამარჯვებით მოაწყობენ რევოლუციურ მუნიციპალიტეტს, რაც არ იქნება საქმეზე ორიენტირებული და საზოგადოებრივ...
თეა წულუკიანი შაორისა და ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკებს ეწვია. მინისტრი თანმხლებ პირებთან ერთად ადგილზე ბანაკების მდგომარეობას გაეცნო და მათი აღდგენის გეგმა დასახა.
კერძოდ, გადაწყდა, რომ უნდა მოხდეს ბანაკების რეაბილიტაცია და სამუშაოები უნდა შესრულდეს ისეთ ვადებში, რომ მომავალი წლის ზაფხულში მოცემულ ბანაკებში უკვე შესაძლებელი იყოს ახალგაზრდების გამგზავრება.
ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს ორი ბანაკი ძირითადად კულტურული მიმართულების პროექტებით უნდა დაიტვირთოს, ხოლო სპორტისათვის მთაში...
ფოთის მუნიციპალიტეტში სამხატვრო სასწავლებლის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. პროექტი ფონდი „ქართუმ“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
„სამხატვრო სასწავლებლის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და წლების განმავლობაში იყო ავარიულ მდგომარეობაში.
სამხატვრო სასწავლებელი იმ შენობათა შორისაა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორის ფრიკის მიერ არის დაპროექტებული.
შენობა სრულად იქნა აღდგენილი და დაუბრუნდა პირვანდელი სახე, აღდგენილი იქნა არქიტექტურული დეტალები,...
უნდა გამოვრიცხოთ რისკი, რომ ერთ მუნიციპალიტეტში მაინც ჩვენმა ოპონენტმა რაიმე წარმატებას მიაღწიოს, რადგან ეს იქნება რევოლუციური შტაბი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სხდომაზე ისაუბრეს საარჩევნო საკითხებზე და მათ შორის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დეპუტატების უფრო მეტ ჩართულობაზე.
„არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ საორგანიზაციო საკითხებთან ერთად საარჩევნო საკითხების განხილვა იყო.
ვემზადებით არჩევნების მეორე ტურისთვის, უნდა...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მასშტაბით, მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამჯერად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების - ჯიმითისა და ნანიანის წყალმომარაგების სისტემის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.
„აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა არ არსებობს. ცვალებადია წყლის დებიტი, რის გამოც მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.
პროექტით გათვალისწინებულია...
დღეს უსამართლობის სიმბოლო არის მიხეილ სააკაშვილი, რადგან არ შეიძლება საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში იჯდეს და მას ბიძინა ივანიშვილი ასამართლებდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული მასშტაბური აქცია ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.
„2012 წლის შემდეგ ასეთი მასშტაბის აქცია არ მინახავს თბილისში, რომ ამ რაოდენობის ხალხი გამოსულიყოს. ეს არ იყო პარტიული აქცია. ჩვენი...
მარნეულის სოფელებში ინფრასტრუქტურული პრობლემები კვლავ აქტუალურია. ინგა ქველაძის იჯახი საიმერლოში, ზაზა ბოჭოიძის ქუჩაზე, ბოლო მოსახლეა. ამბობს, რომ წლებია გზის მოასფალტებას ითხოვენ, ადგილობრივ თვითმმართველობას რამდენჯერმე განცხადებითაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
,,ამ უბანში სულ ბოლოში ვცხოვრობთ. თავის დროზე იმედი რომ არ გვქონდა მე და ჩემს ოჯახს, საკუთარი ხარჯებით მივიყვანეთ სახლამდე ბუნებრივი აირის მილებიც და სასმელი წყლის მილებიც. წლებია ადგილობრივ...
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის მიხედვით, 198 დევნილ პირს, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული 198 მიწის ნაკვეთი.
“აღნიშნული მიწის ნაკვეთები მდებარეობს გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში და მათი ფაქტობრივი მფლობელები არიან დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები დევნილი პირები. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დევნილი მოსახლეობის ხელშეწყობა, მათი საცხოვრებელი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































