საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურზე მოსახლეობამ ღირსეული არჩევანი უნდა გააკეთოს და ძალადობრივ პოლიტიკურ ძალას უარი უნდა უთხრას.
„კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველს, რომ არჩევნების მეორე ტურზე უარი კიდევ ერთხელ უნდა უთხრას აგრესიულ, რევოლუციურ და ძალადობრივ პოლიტიკურ ძალას იმიტომ, რომ რეალურად ამ მოცემულობის წინაშე ვდგავართ“, – აღნიშნა წილოსანმა.
30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია დაგეგმილი.